x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
მარსიას ეგო-იდენტობის სტატუსების კონცეფცია
imageმარსიამ შემოგვთავაზა ეგო-იდენტობის სტატუსების კონცეფცია.მან გამოყო 4 იდენტობის სტატუსი:დიფუზური იდენტობა, წინასწარი იდენტობა, მორატორიუმი და მიღწეული იდენტობა.ეს 4 სტატუსი აღწერილია, დახასიათებულია 2 პარამეტრით:კრიზისი და გადაწყვეტილების მიღება(პროფესიული საქმიანობა და იდეოლოგია, რომელშიც შედის რელიგია და პოლიტიკა).

კრიზისი გულისხმობს იმას, რომ ადამიანი ფიქრობს, რომელი პროფესია აირჩიოს, რომელი ღირებულებებითა და რწმენებით იცხოვროს.

გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს-გადაწყვეტილების მიღებას პროფესიის არჩევაში და იდეოლოგიაში, ასევე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელებისთვის სტრატეგიების შემუშავებას.

განვიხილოთ თითოეული იდენტობის სტატუსი:


დიფუზური იდენტობის სტატუსი(Diffusions).

პიროვნება არ აანალიზებს თავის არჩევანს და ქმედებებს, არ ფიქრობს ვინ არის და რა უნდა ცხოვრებაში, არ გააჩნია კონკრეტული მიმართულება, არ აქვს მომავლის იმედი.იდენტობის ეს სტატუსი ადრეული მოზარდობის ასაკისთვის სრულიად მისაღებია.მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად, საზოგადოება მოითხოვს მოზარდებისგან გადაწყვეტილების მიღებას.თუ აღნიშნული მდგომარეობა დიდხანს გრძელდება, ეს გამოიწვევს სულიერ დისკომფორტს, ხოლო დისკომფორტის მოხნსას ადამიანები ალკოჰოლითა და ნარკოტიკებით ცდილობენ.

ადამიანს არ აქვს ვალდებულების გრძნობა, არ აქვს ოცნება და ღირებულებებისა და როლების (ან სრულიან არ აქვთ)მინიმალური რაოდენობა.

წინასწარი იდენტობის სტატუსი(Foreclosures).

მოზარდი არ ცდილობს სხვადასხვა იდენტობის ცხოვრებაში გამოყენებას.ისინი უბრალოდ იღებენ სხვის მიზნებს, ფასეულობებს და ცხოვრების სტილს.როგორც წესი, ესენი არიან მშობლები, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება იყვნენ ექსტრემისტული დაჯგუფებები ან კერპები.მაგალითად, მოზარდი ამბობს:"ჩემი მშობლები პედაგოგები არიან, ამიტომ მეც პედაგოგი ვიქნები."ასეთი მოზარდები მეტწილად არატოლერანტულები, დოგმატურები და დაძაბულები არიან.

იდენტობის ამ ფორმას ადგილი აქვს მაშინ, როდესაც ბავშვი ძლიერ იდენტიფიკაციას განიცდის მისსავე სქესის მშობელთან.ამ შემთხვევაში მოზარდს უჭირს გამიჯვნა, რომელია მის მიერ დასახული გეგმები და რომელი მისი მშობლის მიერ.მიუხედავად იმისა რომ ამგვარი მდგომარეობა საზოგადოების მხრიდან პოზიტიურად განიხილება, მარსია მიიჩნებს რომ მათთან ფსიქოლოგიური მომწიფება არ მიმდინარეობს.ასეთი ადამიანები დამოკიდებულნი არიან "ავტორიტეტებზე" და უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.

მორატორიუმი(Moratoriums).

ეს არის შესწავლა/გაანალიზების პროცესი, რასაც პიროვნული და პროფესიული არჩევანი მოსდევს.მოზარდი სვამს კითხვებს, აფასებს თავის არჩევანს, კრიტიკულია ზოგიერთი საკუთარი იდეის მიმართ.

მორატორიუმი არის გადადებული იდენტობა.მოზარდი ირჩვს სხვადასხვა როლს, სანამ საბოლოო არჩევანს არ გააკეთებს.ამ დროს მოზარდები კრიზისის მდგომარეობაში არიან, განიცდიან შფოთვას.სწორედ ამ დროს ახასიათებთ მოზარდებს ნეგატივიზმი, მეამობოხეობა.ზოგი ამ პროცესს იქამდე "ჭიმავს"სანამ სიტუაცია თავად არ უბიძგებს მათ გარკვეული გადაწყვეტილებისკენ.ეს მტკივნეული პროცესია, თუმცა ამგვარი ძიების შედეგად მოზარდები საკუთარ თავს პოულობენ.იდენტობის ეს სტატუსი უფროსი მოზარდებისთვის არის დამაზასიათებელი.

მიღწეული იდენტობის სტატუსი(Achieves).

ალტერნატივების განხილვის შემდეგ მოზარდი აკეთებს არჩევანს და იღვწის მის განსახორციელებლად.ადამიანმა გაიარა კრიზისი და აირჩია პროფესია და იდეოლოგია.


0
230
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0