x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
გაეროს ახალი ანგარიში

imageგაეროს ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში რუსეთთან კონფლიქტის შედეგად ჯამში 9371 ადამიანი დაიღუპა. როგორც ანგარიშში წერია, მხარეები მუდმივად არღვევენ ადამიანის უფლებებს, მათ შორის, იყენებენ წამების მეთოდებს.
„ძალადობრივი გატაცებები, უკანონო დაკავებები, წამება და არაადამიანური მოპყრობა კვლავ რჩება გავრცელებულ პრაქტიკად როგორც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, ასევე, მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების ტერიტორიაზე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მნიშვნელოვნად შეზღუდულია.

0
18
შეფასება არ არის
ავტორი:დავით ჭიხორია
დავით ჭიხორია
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0