x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
რატომ ხვდებიან უგულისყურო, უხეში და დილეტანტი ექიმები სამედიცინო დაწესებულებებში

image საღამო ხანი იყო როცა კარის მეზობლის სახლში ჩოჩქოლი ატყდა, ბუნებრივია მაშინვე გადავედი და აღმოჩნდა, რომ მეზობელი რომელსაც გულის უკმარისობა აწუხებსь სუნთქვის უკმარისობის გამო გახდა ცუდად.
გამოძახებული სასწრაფო დახმარების ბრიგადა დროულად მოვიდა და რაც კი შეეძლოთ ცდა არ დაუკლიათ მედიკამენტოზური თუ სხვა სახის სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ, თუმცა პაციენტის მდგომარეობის სირთულის გამო გადაწყვიტეს პაციენტი კლინიკაში გადაეყვანათ.
ბუნებრივია ოჯახის წევრებს უახლოესი მეზობლებიც გავყევით საკუთარი მანქანებით მით უფრო, რომ კლინიკამდე სულ 2 კილომეტრი თუ იყო მანძილი.
სასწრაფო დახმარების მანქანამ პაციენტი ემერჯენსის განყოფილებას გადააბარა და თავად მორიგ გამოძახებაზე მოახდინა რეაგირება.
მიუხედავად პაციენტის მდგომარეობის სიმძიმისა ემერჯენსის სამედიცინო პერსონალს როგორც იტყვიან "ყური არ გაუპარტყუნებია" პაციენტის მისახედად, როცა დაცვის ბიჭებში ნაცნობს მოვკარი თვალი ვთხოვე მცირე ხნით შევეშვი პაციენტთან, უარი არ უთქვამს მხოლოდ მთხოვა მალე გამოვსულიყავი უხერხულობის თავიდან ასარიდებლად.
შევედი განყოფილებაში და რას ვხედავ, ეს ჩემი მეზობელი წევს საკაცეზე, სუნთქვის უკმარისობის გამო სახეზე მოლურჯო ფერი ადევს და ლამისაა გონებაც დაკარგოს ისე მძიმედაა.
გავედი დერეფანში დახმარების სათხოვნელად და ვხედავ– ექიმი და ექთნები უზიან მაგიდას, ფეხი ფეხზე გადაუდიათ, ყავას წრუპავენ და თან ვიღაცაზე თუ რაღაცაზე ჭორაობენ.
ჯერ ზრდილობიანად ვთხოვე პაციენტისათვის მიეხედათ, მაგრამ როცა მათი მხრიდან რეაქცია ვერ დავინახე უკვე ხმამაღალ ტონზე გადავედი, მათ პასუხზე: "დავლევთ ყავას და მივხედავთ"–გაგონებაზე "დასაბმელი" გავხდი და გავაკეთე ის რაც ცხოვრებაში არ გამიკეთებია, ვინც კი იყო იქ "ბარაქიანად შევუკურთხე" გულგრილობისათვის.
გინების და ხმამაღალი საუბრის ხმაზე განყოფილების გამგე ქალბატონი გამობრძანდა, რომელმაც იმის ნაცვლად მისავათებული პაციენტისათვის მიეხედა ჭკუის სწავლება დამიწყო, არც მისთვის დამიკლია ის სიტყვები რასაც იმსახურებდა, რადგან თანამშრომლების დაცვას შეეცადა პროფესიული მოვალეობის შესრულების ნაცვლად, ხოლო როდესაც დავემუქრე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დავრეკავ ახლავე მეთქი დაუყოვნებლივ დარეკა საპატრულო პოლიციაში.
საპატრულო ეკიპაჟიც სწრაფად მოვიდა და რომ ავუხსენი რაც ხდებოდა ექიმებს მიმართეს: "თქვე ოჯახაშენებულებო" ჩვენთან დარეკვას კაცი რომ იხრჩობა მისთვის ჟანგბადი რომ მიგეწოდებინათ აჯობებდაო.
მე კი მთხოვეს სიტუაციას ნუ გაამწვავებ, სჯობია პაციენტი პირდაპირ შესაბამის განყოფილებაში მიიყვანოთო. ამასობაში დაცვის ბიჭებიც შემოვიდნენ და პაციენტის მდგომარეობის დანახვაზე მათაც ყვირილი ატეხეს: ხალხი არა ხართ კაცი იხრჩობა და მიხედეთო, ხმაურზე კლინიკის ხელმძღვანელობაც მოვიდა (რამდენიმე მათგანთან ასაკში დიდი სხვაობის მიუხედავად კარგი ურთიერთობა მაქვს), მათი მოსვლა და მთელი განყოფილების "აფუსფუსება" ერთი იყო, პაციენტს ჟანგბადის ნიღაბი მოარგეს, წნევა გაუზომეს და საკაციდან საწოლში გადაიყვანეს.
ანამნეზისა და ვითარების შესწავლის მერე კი უშუალოდ პროფილურ განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ძალზე გულისხმიერი სამედიცინო პერსონალი დაგხვდა.
სხვა შემთხვევაში იმედია ისევ არ მომიწევს იმის გაკეთება, რაც ჩემთვის მიუღებელია პრინციპულად და იმედია ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი მიხედავს "ყავაწრუპია", უგულისყურო და "ჰიპოკრატეს ფიცის" ფეხებზე დამკიდებელ ექიმებს და მედდებს.

9
277
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
277
  
2016, 3 ივნისი, 17:13
არაპროფესიონალი და გულგრილი ექიმი არის მკვლელი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
2016, 3 ივნისი, 16:48
სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ექიმები უნდა დაისაჯნონ და მერე ვნახავთ...
2016, 3 ივნისი, 13:54
ვინაა დამსჯელი, თორემ დიდი ნაწილი გასარეკია კლინიკებიდან...
2016, 3 ივნისი, 13:27
გინახავთ დასჯილი ექიმი?
2016, 2 ივნისი, 23:08
უნდა გამოაშკარაონ და კანონის მიხედვით დაისაჯნონ...
2016, 2 ივნისი, 22:11
სამწუხაროდ, უამრავი ასეთი მაგალითი ყველას შეგვიძლია, გავიხსენოთ...
2016, 2 ივნისი, 16:41
ჯერ საკითხავია არიან თუ არა ისინი ექიმები ? ყალბი უმაღლესი განათლების დიპლომ -სერტიფიკატები რა გასაკვირია ექნებათ – მაგრამ ჰიპოკრატესთან კი არა - ეტყობა ეშმაკთან დადეს ფიცი ...
2016, 2 ივნისი, 14:46
პირველად დავკარგე თავის კონტროლი მათმა შემყურემ....
2016, 2 ივნისი, 14:17
ეეჰ..მაგ ექიმების უგულობამ და უყურადღებობამ......((((((..თუმცა ახლა რაღა აზრი აქვს..სტატია აქტუალურია
0 1 9