x
image
მანჩო 777
სექსუალური წინდები, ბოლომდე გახსნილი ქვედაკაბა, წინდებში ჩატნეული შარვალი და მსოფლიოს გავლენიანი ადამიანების სხვა უხერხულობანი
პოლიტიკოსები და მაღალ საფეხურზე მდგომი ჩინოვნიკები მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ამიტომ მათი ვალია განუწყვეტლივ იზრუნონ თავიანთ იმიჯზე, თუმცა არსებობს სიტუაციები, როცა ისინი მათდა უნებურად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ხოლმე. თქვენ თვლით, რომ წარმოუდგენელია შარვალი ჩაგძვრეს მაშინ, როცა თქვენსკენ კამერების ობიექტივებია მომართული, ან ქვედაბალო არ გაიხსნება ოფიციალური შეხვედრის დროს? - მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ ამ პოსტში წარმოდგენილ შემთხვევებს, როცა ყველასათვის პატივსაცემი და ცნობილი ადამიანები მილიონობით მაყურებლის თვალწინ მეტად უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდენ.


image



პოლ ვულფოვიცის წინდები



image

2007 წლის იანვარში მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა პოლ ვულფოვიცმა გადაწყვიტა მეჩეთი მოენახულებინა. როგორც ჩანს, მსოფლიოს ეკონომიური კრიზისი კარზე იყო მომდგარი, რადგან მსოფლიო ბანკის პრეზიდენტს ახალი წინდების საყიდელი ფულიც კი არ ჰქონდა.


ტერეზა მეის ვიწრო კაბა


image

2015 წლის ბოლოს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტერეზა მეი უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდა თავისი ვიწრო ქვედაკაბის გამო. ბირმინჰემის კონფერენციიდან გამოსვლის დროს ტერეზამ მეტად გრძელი ნაბიჯი გადადგა, რის გამოც მისი კაბის ელვა-შესაკრავი ბოლომდე გაიხსნა.


კარლა ბრუნის აჟურული წინდები


image

2011 წელს გამართულ ოფიციალური მიღებაზე კარლა ბრუნი სექსუალურ აჟურულ წინდებსა და პომპონებიან ბალეტკებში გამოწყობილი გამოცხადდა. მანამდე ცოტა ხნით ადრე საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის მეუღლეს ასეთივე ოფიციალურ ღონისძიებაზე გამჭვირვალე კაბა ეცვა, რომლის შიგნითაც საცვლების ჩაცმა დაავიწყდა.


მიხეილ სააკაშვილის არაორდინალური გამოსვლები


image

არანაკლებ აოცებს საზოგადოებას თავისი არაორდინალური გამოსვლებით საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამ ორიოდე თვის წინ დნეპროპეტროვსკში გამართულ ანტიკორუპციულ ფორუმზე ოდესის გუბერნატორი უცნაური ფორმით გამოცხადდა: სააკაშვილს შარვლის მარჯვენა ტოტი წინდაში ჰქონდა ჩატნეული


დიმიტრი პესკოვის შარვალი


image

რამოდენიმე თვის წინ სოციალური ქსელები მოიცვა რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის უჩვეულო ფოტოსურათმა. დივანზე ნახევრადწამოწოლილი პესკოვის ვარდისფერი შარვალი სენსაციის საგანი გახდა და ფოტო მომენტალურად იქცა ინტერნეტ-ვარსკვლავად.



გენერლის ტრუსები



ამა წლის 23 თებერვალს უკრაინის შინაგანი დაზვერვის სამსახური ექს-თავმჯდომარე, არმიის გენერალი ნიკოლაი მალომუჟი მოულოდნელად გავიდა კადრიდან ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი მაყურებლების წინაშე პიჯაკსა და ....ტრუსებში ჩაცმული გამოდიოდა.


ფქვილი პენ ლიუიანის სახეზე


image

ჩინეთის კომპარტიის თამჯდომარის სი ძინპინის მეუღლეს ლონდონში ყოფნის დროს მეტად უჩვეულო ფოტო გადაუღეს. საქმე იმაშია, რომ გადაღების დროს მას მაკიაჟი გაუკეთეს HD - პუდრით, რომელსაც კინოგადაღებებისას იყნებენ. მას შესანიშნავი გამაპრიალებელი ეფექტი აქვს, მაგრამ ფოტოსესიებისათვის განკუთვნილი არაა, ამიტომ პენ ლიუიანი ფოტოზე ისე გამოიყურება, თითქოს სახეში ფქვილი შეაყარესო.


ჯეიმს კემერონი და მისი ღიპი


image

საზეიმო მიღების დროს ლონდონის მერს მეტად უხერხული შემთხვევა მოუვიდა: სუფრაზე ყოფნის დროს მას პერანგი გაეხსნა. პრემიერ-მინისტრმა ეს ფაქტი მაშინვე როდი შენიშნა. ასე გაატარა მან შიშველი ტორსით ნახევარი საღამო.


შარვალი შეიძლება ჩაგძვრეს მაშინ, როცა ამას სრულებით არ ელოდები



პაკისტანის უმაღლესი სასამართლოს თამჯდომარეს აბდულ ჰამიდ დოგარს ეს უხერხული მომენტი ძალიან ცუდ დროს დაუდგა.



ქვედაბოლო, რომელიც ცდილობს გააშიშვლოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჭიროა


image

ტეხასის შტატის ქალაქ ოსტინის აეროპორტში აშშ-ის პრეზიდენტს და მის მეუღლეს ოფიციალურ პირებთან ერთად ძლიერი ქარიც დახვდათ, რომელმაც გაშლილი ქვედაბოლო მიშელს ლამის თავზე წამოაფარა. სიტუაცია მისმა მეუღლემ-ბარაკ ობამამ იხსნა.


მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა კეიტ მიდლტონიც


image

ქარი არაერთხელ ეცადა გამოეჩინა კეიტის მშვენიერი სხეული. 2011 წელს კანადის ქალაქ კალგარიში ტურნეს დროს ანცმა ნიავმა მოინდომა გაეშიშვლებინა ის, რის გაშიშვლებაც კემბრიჯის ჰერცოგინიას არ შეშვენის.




0
1837
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1837
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0