x
image
მანჩო 777
რჩევები, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გააიოლებენ
გთავაზობთ რამოდენიმე სასარგებლო რჩევას, რომლებიც თქვენს ცხოვრებას გაცილებით მარტივს გახდიან. ყურადღებით გაეცანით და ნუ იზარმაცებთ-პრაქტიკაში გამოიყენეთ ისინი.

1.როგორ მოვაძროთ ფასის აღმნიშვნელი იარლიყი ნივთებზე, ისე რომ არ დავაზიანოთ ისინი?

image

ალბათ ბევრ თქვენგანს უყიდია ნივთი, რომელსაც სრულიად უადგილო ადგილას აქვს დაწებებული ფასის აღმნიშვნელი იარლიყი. მათი მოძრობა არცთუ ისე იოლია. ამისათვის გესაჭიროებათ მდუღარე წყალი ან ჩვეულებრივი ფენი. დაიჭირეთ ნივთი წყლის ორთქლზე ან მიუშვირეთ ფენიდან გამომავალ ცხელი ჰაერის ჭავლს. იარლიყი სავსებით მარტივად აძვრება.


2.თუ სუპი ზედმეტად მარილიანი გამოგივიდათ, არ იდარდოთ:ჩაუშვით მასში შაქრით სავსე კოვზი. როგორც კი შაქარი გადნობას დაიწყებს, კოვზი ამოიღეთ. შაქარი იწოვს ზედმეტ მარილს სუპიდან.

image


3.როგორ მოვაცილოთ ჟანგის ლაქები თეთრეულიდან?

ჟანგიანი ლაქები თეთრეულიდან იოლად სცილდება ლიმონის წვენში გახსნილი მარილის საშუალებით.ამისათვის ჟანგიანი ადგილი უნდა დავასველოთ ლიმონის წვენში, მოვაყაროთ მარილი და და გავაჩეროთ ერთი დღე. შემდეგ გავრეცხოთ.

image

4.იყავი უნიკალური, ისწავლე ჰალსტუხის ორიგინალურად შეკვრა.

image

5.თუ მწვადის შეწვა გინდათ და შამფურები არ გაქვთ.

image

6.მელნის ლაქები ტანსაცმლიდან იოლად ამოდის რძის დახმარებით.

image

7. თუ თქვენს გაძარცვას აპირებენ ბანკომატთან, არ გაუწიოთ მოძალადეს წინააღმდეგობა, უბრალოდ თქვენი პინ-კოდი აკრიბეთ უკუღმა, მაგალითად 1234-ის მაგივრად 4321. ამ დროს ბანკომატი საიდუმლო შეტყობინებას აგზავნის პოლიციაში. თანხას ბანკომატი მოგაწვდით , მაგრამ საიდუმლო მოწყობილობა შიგნიდან დაიჭერს მას, თითქოს გაიჭედაო. ეს მოწყობილობა აქვს თითქმის

ყველა ბანკომატს.

image

P. S. რადგან სტატია რუსული საიტიდანაა ნათარგმნი, ვერ გეტყვით საქართველოში მოქმედ ბანკომატებში ეს სისტემა დამონტაჟებულია თუ არა.

8.უცებ წაგერთვათ ძალა? ფეხებს ძლივს დაათრევთ? მიირთვით მწვანე ვაშლი.მასში შედის დიდი რაოდენობით ნახშირწყლები და რკინა, რაც დაგეხმარებათ ფეხზე წამოდგომაში.

image

9.თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, კალკულატორი აღარ დაგჭირდებათ.

image

10.გინდათ მოამზადოთ ორიგინალური ბუტერბროდი? მიჰყევით ინსტრუქციას.

image

6
894
16-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
894
  
2013, 18 ნოემბერი, 20:39
მართლა არ ვიცი, ქართულ ბანკომატებზე ეგ პრინციპი თუ მოქმედებს:)
2013, 18 ნოემბერი, 20:38
გაიხარე, გენაცვალე:)
2013, 18 ნოემბერი, 20:38
:)
2013, 18 ნოემბერი, 20:18
მაგარია
2013, 18 ნოემბერი, 11:11
საინტერესო რჩევებია:)
2013, 17 ნოემბერი, 23:58
ბანკომატის შესახებ მომეწონა, საქართველოშიც თუ მოქმედებს, ძალიან კარგია. ბუტერბროდის მომზადების წესიც კარგია.:)
0 1 6