x
image
მანჩო 777
ამბავი, რომელმაც წლების წინ მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა-ქართველი ქირურგის მიერ გადარჩენილი ლიტველი გოგონა
ამბავი, რომელიც ახლა მინდა გიამბოთ, ბევრ თქვენგანს კარგად ემახსოვრება, რადგან წლების წინ მთელი საბჭოთა კავშირი ლაპარაკობდა ქართველი ქირურგის რამაზ დათიაშვილის მიერ ჩატარებულ უნიკალურ ოპერაციაზე და მის მიერ გადარჩენილ ლიტველ გოგონაზე.


image


საბჭოთა ლიტვაში ერთი პატარა გოგონა ცხოვრობდა, რომელსაც რასა ერქვა. რასას მამა ჩვეულებრივი ტრაქტორისტი იყო: ის კომბაინზე მუშაობდა. პატარა გოგონა უზრუნველად და ლაღად იზრდებოდა, სანამ 1983 წლის ივლისის დღე მისთვის საბედისწეროდ არ დამთავრდა: ყანაში მოთამაშე გოგონას მამამ კომბაინის ბასრი ცელით შემთხვევით ორივე ფეხის ტერფი მოაჭრა. სამი წლის გოგონას უეჭველი დაღუპვა ელოდა სისხლის დაკარგვისა და ტრავმული შოკისაგან. სოფელში არც ტელეფონი იყო და არც სასწრაფო დახმარების სადგური... მაგრამ იმის წყალობით, რომ მთელი ლიტვა და მოსკოვი ფეხზე დადგა ბავშვის გადასარჩენად, მოხდა სასწაული-12 საათის შემდეგ ლიტველი ტრაქტორისტის პატარა გოგონა მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს საოპერაციო მაგიდაზე იწვა.


თვითმფრინავი Ту-134, რომელიც ივლისის იმ ავბედით ღამეს ლიტვის ცაში აიჭრა, საგანგებო რეისს ასრულებდა: დისპეჩერებმა იცოდნენ, რომ მის ბორტზე ფეხებმოჭრილი სამი წლის გოგონა იმყოფებოდა, ამიტომ გულმოდგინედ ცდილობდნენ საჰაერო კორიდორი გაეთავისუფლებინათ თვითმფრინავისათვის. თეთრ ზეწარში შეხვეული პატარა რასა მოთმინებით ელოდა შველას, მის გვერდით სავარძელში კი გაყინული თევზით სავსე ყუთში მოჭრილი ფეხის ტერფები ეწყო.



image


მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავს უკვე ელოდა "სასწრაფო დახმარების" მანქანა, ხოლო ბავშვთა ქირურგიული განყოფილების მისაღებში ახალგაზრდა ქირურგი რამაზ დათიაშვილი მოუთმენლად ელოდა პაწაწინა პაციენტის მოსვლას.

შემდგომში ქირურგი იხსენებდა:"ხელმძღვანელობა კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ ოპერაციის ჩატარების: ასეთი ოპერაციის პრეცენდენტი საბჭოთა კავშირში ჯერჯერობით არ არსებობდა. ცუდი რამ რომ მომხდარიყო, კარგი დღე არ მელოდა, ტრაგედიის მომენტიდან უკვე 12 საათი იყო გასული, მაგრამ მე გადავწყვიტე გამერისკა".


და აი, პატარა რასა საოპერაციო მაგიდაზეა, დათიაშვილი ფეხებს ითხოვს: -სადაა ფეხები?-ყვირის ის...ყუთიდან ამოღებულ პაწაწინა ფეხის ტერფებს გამდნარი თევზი ამოყვა და საოპერაციოს იატაკზე დავარდა...


"ოპერაცია ერთი ამოსუნთქვით ჩატარდა: ერთიმეორის მიყოლებით ვაკერებდი ერთმანეთს თითოეულ ძარღვს, თითოეულ მყესს, არტერიებს, ნერვებს, კუნთებს", -იხსენებდა ქირურგი.


ოთხი დაძაბული საათის შემდეგ რამაზს მარტო მოუხდა ოპერაციის გაგრძელება, მისმა თანაშემწეებმა ვერ გაუძლეს ასეთ ნერვულ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას. ის მარტო განაგრძობდა კერვას-კიდევ ერთი მყესი, ნერვი და... ოპერაციაც დასრულდა. 9-საათიანი დაძაბული ოპერაციის შემდეგ, როცა ახლაგაზრდა ქირურგი უკანასკნელ ნაკერებს ადებდა, პაწაწინა ფეხები მის ხელში გათბა და მაშინ რამაზ დათიაშვილი მიხვდა, რომ მან გაიმარჯვა.


image

ბევრ თქვენგანს ემახსოვრება, თუ როგორ თანაუგრძნობდა პატარა რასას მაშინ მთელი საბჭოთა კავშირი. ამბობენ, რომ როცა გოგონამ პირველი ნაბიჯები გადადგა, ქირურგი რამაზ დათიაშვილი სიხარულისაგან ატირდა.

ამჟამად რასა ცხოვრობს და მუშაობს გერმანიაში, მას არასოდეს დაავიწყდება ახალგაზრდა ქირურგი, რომელმაც ის სიკვდილისაგან ან უკიდურეს შემთხვევაში, სამუდამო ინვალიდობისაგან იხსნა.


image



გთავაზოთ ნაწყვეტებს 90-იან წლებში ეთერში გასული გადაცემიდან, რომელიც ამ საოცარ ისტორიას მიეძღვნა.


25
7007
25-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
7007
  
2014, 6 სექტემბერი, 21:03
მართალი ხართ, ვიცი, რომ ებრაელი იყო, მაგრამ მაშინ მთელმა საბჭოთა კავშირმა გაიცნო, როგორც ქართველი ქირურგი:)
2014, 6 სექტემბერი, 20:59
ქალბატონო მანჩო, ეს ისტორია კარგად მახსოვს. ბატონ რამაზსაც ვიცნობდი შორიდან. ჩვენი დედები მეგობრობდნენ. ცნობიერებით კი იყო ქართველი, მაგრამ ეთნიკურად ქართველი ებრაელი იყო
2014, 29 აგვისტო, 18:54
დაუჯერებელია დამბურძგლა
2014, 27 აგვისტო, 16:54
აჰა:*
2014, 27 აგვისტო, 16:53
მართლაც საოცარია ....
2014, 25 აგვისტო, 23:29
ღმერთმა გაახაროს
2014, 25 აგვისტო, 23:23
კი, ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და იქ მუშაობს
2014, 25 აგვისტო, 23:11
სიტყვები არ მყოფნის :(( ეს ექიმი ცოცხალია?
2014, 25 აგვისტო, 15:18
თან ყოველ;ი მომდევნო წინას ლანძღავდა და უცოდინარს ეძახდა, ხომ?....ტიპიური შემთხვევააა
2014, 25 აგვისტო, 15:17
აიი მართალი ხარ მეც ეგრე ვარ ახლობელი მყავდა ცუდად და რამდენი საავადმყოფო შემოვიარეთ და ყველგან სხვა და სხვა დიანგნოზი დაუსვეს და ყველამ სხვა და სხვა წამალი გამოუწერა გავგიჯდით
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10