x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა მადრიდის "რეალის" ფან-კლუბი დაცხრილეს

image

ერაყში ქალაქ ბალადში, რომელიც ბაღდადის ჩრდილოეთით 125 კილომეტრზეა, ISIS-ის 6 ტერორისტი ავტომატ АК-47-ით შეიარაღებულები შევარდნენ კლუბ „მადრიდის რეალის“ გულშემატკივრების კაფეში და ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს.დაღუპულია 16 და დაჭრილია კიდევ 30-მდე ადამიანი.


იმ დროს კაფეში 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ჯიჰადისტებმა ჯერ ორი ხელყუმბარა ააფეთქეს, ხოლო შემდეგ ავტომატებიდან უმისამართო ცეცხლი გახსნეს.


"შეტევის მიზეზი? ისინი ვერ იტანენ ფეხბურთს-თვლიან რომ, ანტიმუსულმანურია!"-აღნიშნა კლუბის პრეზიდენტმა ზიად სუბხადმა.



როგორც ადგილობრივი პრესა იუწყება, ფეხბურთის მოყვარულები ხშირად იკრიბებიან ზემოთაღნიშულ კაფეში მატჩების საყურებლად.


მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ და ფეხბურთელებმა სამძიმარი გამოუცხადეს დაღუპულთა ახლობლებს, მორიგ მატჩში "დეპორტივოს" წინააღმდეგ ისინი შავი სამკლაურებით გამოვლენ.

image


image


0
124
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0