x
სახალისო ანეკდოტების კრებული

image
* - ექიმო, – ეუბნება აღელვებული ქალი, – ჩემი ქმარი თავის მამაკაცურ მოვალეობას ვეღარ ასრულებს, რა მეშველება?
– აი, ეს წამალი მიეცით ხშირ–ხშირად.
ხუთ დღეში ქალი ისევ მივიდა ექიმთან.
– როგორაა შენი ქმარი? – დაინტერესდა ექიმი.
– მოკვდა საწყალი, ექიმო, და ისევ თქვენ უნდა მიშველოთ, გექნებათ რაიმე წამალი.
– მე მკვდრებს ვერ ვაცოცხლებ, სამწუხაროდ.
– გაცოცხლებას ვინ გთხოვთ, ექიმო, კუბოს თავს ვერ ვახურავთ...

* რა მეშველება, რა მეშველება! – მოსთქვამს სვანის ცოლი.
– რა იყო ქალო?
– რაღა რა იყო, ჩემი ქმარი მოკვდა.
– რას იზამ, ასეა, ხან ცოლი კვდება ადრე, ხან ქმარი.
– ეგ არ მადარდებს!
– აბა?
– წვერი როგორ მოვუშვა!

* ბიჭი ურეკავს გოგოს:
– ძვირფასო, რომელი უფრო გიყვარს, ატამი თუ ბანანი?
– შენ რომელ ბაზარში ხარ ძვირფასო?
– ბაზარში არა, აფთიაქში ვარ.

* მკითხავმა გუჯას კარტი გაუშალა:
– აი, გზა ჩანს, გზა და წინ ვიღაც კაცი გადაგეღობებათ, იცოდეთ.
– მაგას ჯობია, ის შტერი კაცი გააფრთხილოთ, მე ელმავლის მემანქანე ვარ.

* თვითმფრინავი ჰაერში აყირავდა, და ისე განაგრძო ფრენა. სალონში პანიკაა.
– დარწყნარდით, დაწყნარდით, – ამშვიდებს მგზავრებს სტიუარდესა, – პილოტს გრიპი აქვს, ცხვირში "სნუპს" ჩაიწვეთებს და გასწორდება.

*
– არც კინოში მიგყევარ, არც თეატრში, არც ცირკში, – ბუზღუნებს მარო.
– უმადური ნუ ხარ, შენა, დედაკაცო! – უყვირის მიხო, – ერთი კვირის წინ სტეკლოზე რომ ფეხი გაიჭერი, საავადმყოფოში არ წაგიყვანე?!

0
421
8-ს მოსწონს
ავტორი:ლერი შავიძე
ლერი შავიძე
421
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0