x
NASA-მ გრავიტაციული ტალღების წყაროდან მომავალი უცნაური სიგნალები დააფიქსირა

imageმას შემდეგ, რაც 2015 წლის 14 სექტემბერს NASA-მ გრავიტაციული ტალღების პირველი პირდაპირი გამოვლინება დააფიქსირა სულ რაღაც 0.5 წამიანი სიგნალის სახით, ამერიკის კოსმოსურ სააგენტოს ფერმის (Fermi) ტელესკოპმა ისევ დაიჭირა მოკლე, მაგრამ საკმაოდ ძლიერი სიგნალი, რომელიც კოსმოსის იგივე რეგიონიდან მოდიოდა, საიდანაც გრავიტაციული ტალღები.
მაღალი ენერგიის მატარებელი სინათლის ნაწილაკები, რომელსაც გამა გამოსხივებას უწოდებენ, ორი შავი ხვრელის შერწყმის შედეგად იყო წარმოქმნილი. თუ დადასტურდა, რომ აღნიშნული სიგნალი გრავიტაციული ტალღაა, ეს მეცნიერებს სხვა მრავალი აღმოჩენისაკენ გაუხსნის გზას.

"შავი ხვრელების შერწყმის შედეგად წარმოქმნილი გამა გამოსხივების აღმოჩენა გარდამტეხი მომენტი იქნება ასტროფიზიკაში, რადგან აქამდე მიიჩნეოდა, რომ შავი ხვრელები "სუფთად", ყოველგვარი სინათლის გამოყოფის გარეშე ერწყმოდნენ ერთმანეთს", - აცხადებს NASA.


წყარო: sciencealert.com

0
230
1-ს მოსწონს
ავტორი:ლერი შავიძე
ლერი შავიძე
230
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0