x
მიწისძვრის შემდეგ, Microsoft-მა იაპონიისა და ეკვადორის მიმართულებით Skype სატელეფონო ზარები უფასო გახადა

imageიაპონიის კიუსიუს რეგიონსა და ეკვადორის სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, კორპორაცია Microsoft-მა ამ ორი ქვეყნის მიმართულებით, Skype-დან განხორციელებული სატელეფონო ზარები მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უფასო გახადა.
ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო Skype ზარი, რომელიც ამ ქვეყნებში სახლის ან მობილურ ტელეფონზე ხორციელდება, ლიმიტირებული ხანგრძლივობით უფასო იქნება.
Microsoft-მდე მსგავსი აქცია ამერიკულმა მობილურმა ოპერატორებმა AT&T-მ, Sprint-მა და T-Mobile-მა წამოიწყეს.

იაპონიაში მიწისძვრას 41 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ეკვადორში 272.

წყარო: Microsoft

0
23
3-ს მოსწონს
ავტორი:ლერი შავიძე
ლერი შავიძე
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0