x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
მამაკაცმა დანით ხელში და "ალაჰ აკბარის" ყვირილით მიუნხენის ვაგზალზე სისხლიანი დრამა მოაწყო
image


მიუნხენის გარეუბანში, გრაფინგში, რკინიგზის სადგურზე უცნობი მამაკაცი დანით ხელში თავს დაესხა მოქალაქეებს.


ინციდენტი მოხდა ადგილობრივი დროით დილის ხუთ საათზე.ახალგაზრდა მამაკაცი "ალაჰ აკბარის" ყვირილით დანით თავს დაესხა მოქალაქეებს.დამნაშავის პირველი მსხვერპლი გაზეთების დამტარებელი გახდა, რომელსაც ზურგში დანა ჩაარტყა.


საბოლოოდ ოთხი დაჭრილიდან ერთი გარდაიცვალა.დანარჩენი სამი დაჭრილის მდგომარეობა შეფასდა, როგორც საშუალო სიმძიმის.



თავდამსხმელი ცდილობდა დანაშაულის ადგილიდან მიმალვას, თუმცა იგი პოლიციამ დააკავა.მამაკაცი, რომლის სახელიც არ ხმაურდება 27 წლისაა და გერმანიის მოქალაქეა, რომელსაც აქამდე სამართალდარღვევასთან არ ჰქონია საქმე.თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამნაშავე მიგრანტია.


პოლიცია კიდევ ერთხელ ამოწმებს მოწმეთა ჩვენებებს, ყვიროდა თუ არა ბრალდებული "ალაჰ აკბარ"-ს.ჯერჯერობით სამართალდამცავები ამ ფაქტს არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.


არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებული "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი იყოს.ბოლო წლებში 800-ზე მეტი გერმანიის მოქალაქე გაემგზავრა ერაყსა და სირიაში და ტერორისტთა დაჯგუფებებს შეუერთდა.იქიდან მხოლოდ 260 დაბრუნდა უკან.


image

1
183
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
183
  
2016, 10 მაისი, 22:18
ამათი ზომბი გამზრდელ-იდეოლოგიც რა!!!
0 1 1