x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ჩინეთში აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მწერი
image


გიგანტური ჩხირულა, რომლის სიგრძე 62, 4 სანტიმეტრია აღიარებული იქნა, როგორც ყველაზე დიდი მწერი მსოფლიოში.


გიგანტური ეგზოტიკური მწერი აღმოაჩინეს გუანსი-ჩჟუანის მთებში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში.



წინა რეკორდსმენად ითვლებოდა Phobaeticus chani, ჩხირულების რიგიდან, რომელიც მალაიზიის ჯუნგლებში აღმოაჩინეს 2008 წელს.მისი სიგრძე 56, 7 სანტიმეტრი იყო და ამჟამად ინახება ლონდონის მუზეუმში.

image

Phobaeticus chani-ის მოძმე ჩხირულა აღმოაჩინა ჩინელმა ენტიმოლოგმა ჩჟაო ლიმ.


"მწერებს მთებში ვეძებდი, სადღაც 1, 2 ათასი მეტრის სიმაღლეზე ქალაქ ლიუჩჟოუს შემოგარენში და უცებ დავინახე რაღაც, რომელიც ხის ტოტზე მოძრაობდა.შოკირებული დავრჩი მისი გიგანტური ზომით, რომელსაც სახსრებიც ისეთივე გრძელი ჰქონდა, როგორც ტანი"-აღნიშნა მკვლევარმა.


მწერი ახალ სახეობას მიაკუთვნეს და მისი აღმომჩენის საპატივცემლოდ დაარქვეს სახელი Phryganistria chinensis Zhao. მწერი ამჟამად ქალაქ ჩენდუს "იშვიათი მწერების მუზეუმში" გადაიყვანეს.ჩხირულამ უკვე დადო 6 კვერცხი და პირველი შთამომავლობაც გამოჩეკა.ყველაზე პატარას ზომა 26 სანტიმეტრია.

image

მოჩვენებისებრნი, ჩხირულები (ლათ. Phasmoptera)-ამ მწერების
რიგს აქვთ წაგრძელებული ან ბრტყელი სხეული, რომლის სიგრძე 30-35 სმ
აღწევს. არასრული გარდაქცევის მწერებია. ფრთები არ გააჩნიათ. გვხვდებიან
ბალახოვან მცენარეებზე, ხეებსა და ბუჩქებზე. რიგში 2500-მდე სახეობაა,
ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში, აქედან 6 (გვარი Ramulus) გვხვდება ამიერკავკასიაში და შუა აზიაში.მოჩვენებისებრნი მცენარეული საკვებით იკვებებიან. ზოგი მავნებელია.



1
331
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
331
  
2016, 9 მაისი, 18:38
ეს რო სადმე ვნახოოო... ალბათ თავის გიგანტურ ჯოხფეხებზე ჩავაკვდები :D
0 1 1