x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
თევზი, რომელიც გამოიმუშავებს სასიკვდილო 800 ვოლტს და რომელსაც იჭერენ ძროხების დახმარებით
image


თუ ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, რომ თითები არ შეყონ შტეფსელში, ინდიელები კი თავიანთ შვილებს ასწავლიან თითები არ შეუჩხიკონონ მდინარე ამაზონის აუზში მობინადრე ამ თევზს


მაშ ასე, დღეს გავიცნობთ სტუმარს სამხრეთ ამერიკიდან - ელექტრო გველთევზას. უფრო სწორად რომ ვთქვათ, ეს არ არის თევზის სახეობა, არამედ გვარი (Electrophorus), რომელიც შედგება სამი სახეობისგან. გარდა ამისა, მათ ეძახიან გველთევზას ნამდვილ გველთევზებთან გარეგნული მსგავსების გამო, მაგრამ სინამდვილეში ისინი დანა თევზების(Apteronotus albifrons)რიგიდან არიან.


ამ საოცარმა თევზმა გადააქცია თავისი სხეული ბატარეად, შეუძლია შეინახოს ელექტრობა და გამოიყენოს იგი სხვადასხვა მიზნებისთვის, დაწყებული ელექტროლოკაციის საშაულებით მსხვერპლის აღმოჩენით და დამთავრებული თავდამსხმელის პარალიზებით.


image

ამ თევზის ძაბვა საკმაოდ სოლიდურია: ყველაზე სუსტი სახეობა გამოიმუშავებს 300 ვოლტზე მეტს, ხოლო უფრო მოწინავე ელექტრული წრედის მქონე სახეობებს შეუძლიათ მტერს 800 ვოლტი ძაბვა მისცხონ!ასეთი ძაბვა საკმარისია ახალგაზრდა კაიმანის ან პატარა ანაკონდას მოსაკლავად. მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე“ მტაცებლები იზრდებიან და უვითარდებათ რეფლექსი, ცდილობენ მოერიდონ ამ უსიამოვნო თევზს.



ჩვენმა გმირებმა ისწავლეს დენის გამომუშავება და დაგროვება დამოუკიდებლად. ამისათვის მათ აქვთ სამი დაწყვილებული ორგანო, რომლებიც მდებარეობს კუნთებში მთელი სხეულის გასწვრივ. ისინი შედგება ელექტროციტებისაგან – სპეციალური უჯრედებისგან, რომლებსაც შეუძლიათ იონური არხების გახსნა და ნატრიუმის გატარება, რაც ცვლის პოლარულობას და ქმნის პოტენციურ განსხვავებას. დენის წარმოქმნის ბრძანებას იძლევიან ტვინში მდებარე ნეირონები.

image

საინტერესოა, რომ ზღვის თევზისგან განსხვავებით (მაგალითად, ელექტრონული სკაროსები), რომლებიც ცხოვრობენ მარილიან წყალში და რომელიც უკეთ ატარებს დენს, ელექტრო გველთევზამ ისწავლა უჯრედების დაწყობა თანმიმდევრულ ჯაჭვში, სადაც თითოეული უჯრედი ზრდის ძაბვას. . ეს იძლევა მტკნარ წყალში დენის ეფექტურ გამოყენებას.



აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანაკონდაც და კაიმანებიც კი ერიდებიან ამ "ჭექა-ქუხილს", ადგილობრივი ინდიელები სიამოვნებით მიირთმევენ მას საკვებად, რადგან ელექტრო გველთევზის ხორცი მაღალი ხარისხისაა.



ვინაიდან ინდიელებს არ აქვთ რეზინის ჩექმები და რომ არ მოუწიოთ მიქელ-გაბრიელთან ნაადრევი შეხვედრა, თევზს დაჭერამდე, სიტყვასიტყვით დენისგან ცლიან ანუ განმუხტავენ. ამისთვის მდინარეში ძროხების ნახირს უშვებენ, რომლებიც იქ აურზაურს იწვევენ. თევზები მთლიანად იცლებიან ვოლტაჟისგან, ძროხები კიდევ შესანიშნავად იტანენ დენის დარტყმას . ამის შემდეგ ინდიელები წყალში შედიან და შუბებით იჭერენ თევზს.

0
347
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0