x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ლეოპარდს ბაბუინებზე თავდასხმა კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა (ვიდეო)
image

სამხრეთ აფრიკაში ბაბუნების ჯგუფი თავს დაესხა ლეოპარდს, რომელიც შუა გზაზე მათზე ნადირობდა. თავდასხმის ვიდეო YouTube-ზე Latest Sightings-ის არხზე გამოჩნდა.


ვიდეოს ავტორი რიკი დე ფონსეკა მანქანას მართავდა, როცა გზის პირას სანადიროდ გასული ლეოპარდი შენიშნა. კაცმა გადაწყვიტა ეს პროცესი გადაეღო. ვიდეოს დასაწყისში მტაცებელი მიდის გზის გასწვრივ და უახლოვდება ბაბუნების ჯგუფს, რომლებიც გზის პირას ისვენებდნენ.


ლეოპარდი უცებ წინ ხტება და ერთ-ერთ ბაბუინს თავს ესხმის, მაიმუნები შეშინებული ყვირიან და სწრაფად ხვდებიან, რომ რიცხობრივი უპირატესობა მათ მხარეზეა. ხროვის ყოჩი ჯიქურ მირბის ლეოპარდისკენ და მასთან ერთად დაბნეულ მტაცებელს თავს ესხმიან დანარჩენები. მაიმუნები სიტყვასიტყვით აწვენ ზურგზე და არ აძლევენ ადგომის საშუალებას. პანიკაში ჩავარდნილი ლეოპარდი გაჭირვებით უსხლტება მათ ხელიდან და გზიდან მაღალ ბალახებისკენ გარბის.



ამ შეხვედრამ ნამდვილად გააოცა როგორც ოპერატორი, რომელმაც ეს გადაიღო და რომელიც გაკვირვებული ყვირის ეკრანის მიღმა, ასევე ქსელის მომხმარებლები. სულ სამიოდე დღეში ვიდეომ მილიონზე მეტი ნახვა და 1000-მდე კომენტარი დააგროვა .


"ალფამ მაშინვე თქვა "მხოლოდ ჩემს გვამზე გადავლით!" და მონადირე გახდა მსხვერპლი. მე მიყვარს ლეოპარდები, მაგრამ ეს ბაბუნების გუნდური მუშაობის შესანიშნავი მაგალითია. საუკეთესო დაცვა თავდასხმაა“, - წერს ერთი მომხმარებელი.

ორიოდე დღის წინ ვწერდით რეციდივისტ დათვზე, რომელმაც შეერთებულ შტატებში, ტაჰოს ტბასთან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ორი ათეულზე მეტი სახლი გაძარცვა.


კალიფორნიის მეთევზეობის და ნადირობის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ დათვს კოლორადოს ველური ბუნების თავშესაფარში გადაიყვანენ. თუმცა ისინი არ გეგმავენ მის ველურ ბუნებაში გაშვებას, რადგან "მან მთლიანად დაკარგა ადამიანების შიში"

0
321
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0