x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134571
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
ავსტრალიელი გოგონა გადაეცა სასამართლოს,იმის გამო,რომ საზოგადოებას ატყუებდა თითქოს კიბო დაამარცხა
image


ავსტრალიის ხელისუფლებამ ახალგაზრდა ბლოგერი ბელ გიბსონი(belle gibson) სასამართლოს გადასცა სიცრუის გამო.იგი საზოგადოებას ატყუებდა თითქოს კიბოთი იყო დაავადებული და ეს საშინელი სენი არატრადიციული მეთოდებით დააამარცხა.


სამოქალაქო სარჩელი ავსტრალიის სამომხმარებლო საქმის სააგენტომ შეიტანა.საქმის მოსმენა 24 მაისისთვის არის დანიშნული.გიბსონს ემუქრება 160 000 აშშ დოლარის ჯარიმის გადახდა.


როგორც ავსტრალიის სამომხმარებლო საქმეთა მინისტრმა ჯეინ გარეტმა განაცხადა, ორასი ათასი ხელისმომწერის მოტყუება "ინსატაგრამზე" ასე ადვილად არ შერჩება გიბსონს, "მთავრობა ამ ფაქტს არ დაივიწყებს."


მასზე ტელევიზიებში გადიოდა სიუჟეტები, 2014 წელს მისი აპლიკაცია ჯანსაღ კვებაზე "The Whole Plantry" ავსტრალიული App Store-ის ჩარტების სათავეში მოექცა.


უფრო ადრე გამომცემლობა Penguin-მა გადაიხადა ჯარიმა 20 000$, რომელმაც გიბსონის წიგნი გამოსცა ჯანსაღ დიეტაზე.

ამავე წიგნის გამოცემა გადაწყვიტა დიდი ბრიტანეთმა და აშშ-მ.


ბელი(სრული სახელი ანაბელ ნატალი) დაიბადა 1991 წელს, თუმცა სოციალურ ქსელებში სამი წლით ჰქონდა ასაკი მომატებული და მომხმარებლებს მოუთხრობდა თუ როგორ წარმატებით დაამარცხა კიბო.მას ჰქონდა თურმე ერთდროულად სისხლის, ნაღველის, ტვინის, საშვილოსნოს და ღვიძლის კიბო.


ადამიანების უმეტესობა ვერაფრით გადარჩებოდა სიმსივნის ასეთი "თაიგულით", თუმცა გიბსონი ამტკიცებდა, რომ ჯანსაღ ცხოვრებას ეწევა, იცავს დიეტას და მიმართავს ალტერნატიულ თერაპიას, რის შემდეგაც არა მარტო უკან დაიხია სენმა, არამედ გამოჯანმრთელებისკენ წავიდა.

image


2
85
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
85
  
დომენტი გაგნიძე გამახსენდა რატომღაც((
0 1 2