x
image
ციცი
Mediator image
"ეს პოსტი არ ემსახურება ჩემი მეუღლის, შალვა რამიშვილის დაცვას და მით უფრო გამართლებას! "

image
შალვა რამიშვილის მეორე მეუღლე, ხატია ეკიზაშვილი სოციალური ქსელით ვრცელ პოსტს ავრცელებს. როგორც მან აღნიშნა, იგი ამით არ ცდილობს თავისი მეუღლის დაცვას:



"ეს პოსტი არ ემსახურება ჩემი მეუღლის, შალვა რამიშვილის დაცვას და მით უფრო გამართლებას! ყველა, ვინც მიცნობს, დამემოწმება, რომ მე საჯაროდ თუ პირად საუბრებში, არასდროს ვყოფილვარ მისი "ადვოკატი", არასდროს ვიზიარებდი მის პოლიტ. შეხედულებებს, პრეფერენციებს!
ვაღიარებ, არა ერთხელ გამოქვეყნებული პოსტი წამიშლია, კომენტარებისგან თავი შემიკავებია მისი "ხათრით" (ხათრით და არა მოთხოვნით!), მაგრამ მიუხედავად ამისა ჩემი დამოკიდებულება პოლიტიკურ თუ ნებისმიეს სხვა საკითხზე აქამდე არ შემიცვლია და არ შემცვლია არც ახლა!
ამ დღემდე, არა ერთი წერილი მიმიღია, სადაც უშვერი სიტყვებით მლანძრავდნენ შალვას საჯარო კრიტიკის გამო. როგორც მაშინ, ისე ახლა მჯერა რომ მართალი ვიყავი იმ კრიტიკაში!
კარგად მახსოვს (პირველი გადაცემა იყო და ჩაწერას დავესწარი), როგორ ვაპროტესტებდი გადაცემის იმ ნაწილს, სადაც გიორგი გაბუნიაზე იყო "ხუმრობა"... ისიც მახსოვს, როგორ მარწმუნებდა მაშინ გიორგი ბახტაძე, რომ ეს ძალიან კარგი "შუტკაა" (სხვათაშორის ყველას გაგიკვირდებათ და შალვაც მეთანხმებოდა...), რომ შალვა ის ტიპია ვისგანაც ყველაფერი „მოსულა“-ო... მერე ისიც მახსოვს ეგ "შუტკა" რომ გავიდა ეთერში და ამბავი ატყდა (და ძალიანაც სამართლიანად), როგორ გაიყურსა მთელი "იმედი" და ეს ყველაფერი მხოლოდ შალვას შეაწმინდეს...
მაგრამ ახლა ყველაფერს ხომ არ გავიხსენებ და დავწერ... ბავშვობაში მეგობრები რომ იჩხუბებდნენ და ერთმანეთის"საიდუმლოებებს" ყვებოდნენ, მსგავსი საქციელი იმ დროიდან მძულს!
ძალიან ბევრი რამის თქმა მინდა და შემიძლია, მაგრამ არის რაღაცეები რასაც ზოგ-ზოგიერთებისგან განსხვავებით, მე არ ვიკადრებ! ჩემს თავს არ ვაკადრებ!
ხო და გრძელი შესავალი კი გამომივიდა და მთავარი მინდა ვთქვა!
თქვენ, ვისგანაც მე უფრო მეტს ველი ვიდრე რიგითი facebook ტროლისგან; თქვენ ვინც მეტ-ნაკლებად opinion-maker-ები ხართ ან უნდა იყოთ და მეტიც, მე მომწონს რომ თქვენ ხართ ეს opinion-maker-ები! თქვენ მაინც ხომ უნდა გესმოდეთ, რომ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი და ბრალდებული არ ჩაითვლება დამნაშავედ მანამ, სანამ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო არ დაადგენს ამას! თქვენ არაფრით განსხვავდებით იმათგან ვინც "სანდრა ორგანოებს ყიდდა", "კახა ბენდუქიძე ბავშვების სისხლს სვამდა", "რაფალიანცი მიშამ დაახრჩო" ტიპებისგან არაფრით გასხვავდებით!
თქვენც ზუსტად ისეთივე აგრესიული „სასტავი“ ხართ, როგორიც „ასაავლ-დასავალი“! თქვენ არ ფიქრობთ, ან ფიქრობთ და გკიდიათ, რას გრძნობენ ნებისმიერი თქვენი საძულველი ადამიანის მიღმა მყოფი მისი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნაცნობები!
თქვენ რომ მიგიშვან, ლინჩის წესით გაასამართლებთ ნებიესმიერს! თქვენ "ასავალ-დასავალი"-ს "სასტავზე" უარესნი ხართ!
p.s. და რაც მთავარია - ვერც ერთი ვერ შემეჯიბრებით შალვას "განკითხვაში", მასზე გაბრაზებასა თუ მის კრიტიკაში!!! ცოლი კი ვარ, მაგრამ ეს ცოლობა ჩემთვის მის უპირობო გამართლებას სულაც არ ნიშნავს!"imageimage

0
250
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
250
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0