x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134520
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508651
გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უაღრესად საშიში რუსი ჰაკერი დააკავა

imageრუს ჰაკერს, ალექსანდრე პანინს ატლანტის სასამართლომ 9, 5 წელი ციხე მიუსაჯა.გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღკვეთა მორიგი ახალი, უფრო სრულყოფილი ვირუსის SpуEye-ის გაშვება ინტერნეტქსელში.


როგორც ანტლანტას საოლქო პროკურატურაში განაცხადეს, ეს "ტროს ცხენი" სახელწოდებით SpyEye 2.0 რომ გაშვებულიყო ქსელში, ის იქნებოდა ყველაზე უჩინარი და პროდუქტიული ვირუსი, რომელიც უდიდეს ზარალს მიაყენებდა ბანკებს და კერძო პირებს.


პანინის იდენტიფიცირება ჯერ კიდევ 2011 წელს მოხდა, ალჟირელ ჰაკერ ჰამზი ბანდელაჯასთან ერთად, თუმცა საქმის მსვლელობა სრულიად საიდუმლოდ მიდიოდა, რათა სხვა ფიგურანტები არ დაეფრთხოთ.


დაკავება

ალექსანდრე პანინი ქალაქ ტვერიდან არის, ქსელში ორი ნიკით იყო ცნობილი: "Грибодемон" და "Harderman". იგი 2013 წლის 1 ივლისს აიყვანეს, როდესაც ქალაქ ატლანტას გავლით მიფრინავდა.

პანინმა 2014 წელს დანაშაული აღიარა, თუმცა სასამართლო 2 წელი გაიწელა.მიზეზი ისაა, რომ 27 წლის პანინის საქმის დოკუმენტების უდიდესი ნაწილი სრულიად გასაიდუმლოებული იყო.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, პანინის ვირუსისგან გამოწვეულმა ზარალმა ჯამური დანაკარგით, მილიარდი დოლარი შეადგინა.

ვირუსით ვაჭრობა

პროკურატურამ აღნიშნა, რომ 2010-2012 წლებში პანინის ვირუსით 50 მილიონი კომპიუტერი დაინფიცირდა.

კომპიუტერში ვირუსის მოხვედრის შემდეგ ჰაკერს შეეძლო წვდომა ჰქონოდა კონფიდეციალურ ინფორმაციასთან. ესენია:ბანკის რეკვიზიტები, საკრედიტო ბარათების ნომრები, პაროლები და PIN-კოდები.

imageპანინი და მისი თანამზრახველები ინტერნეტის მეშვეობით ყიდიდნენ ამ ვირუსს .ფასი 500$-ით იწყებოდა და 10 000$-ით მთავრდებოდა.როგორც გაირკვა პანინმა 150 კლიენტს მიჰყიდა ვირუსი.

პანინის თანამზრახველი ალჟირელი ბანდელაჯა, რომელიც ქსელში ცნობილი იყო ნიკით "Вх1", დააკავეს 2013 წლის 5 იანვარს, როდესაც ბანგკოკიდან მალაიზიის გავლით ალჟირში ბრუნდებოდა.

ორივეს ერთად სასამართლომ 24, 5 წელი მიუსაჯა, თუმცა გამოაკლო ორი წელი წინასწარი პატიმრობისა და სასჯელის ვადის 15% სანიმუშო ყოფაქცევის გამო.

image



7
399
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
399
  
2016, 25 აპრილი, 13:12
არის ტიპაჟები, რომლებსაც ვერ გადაიბირებ ვერანაირად სიკვდილის მუქარითაც კი, ესეც ვფიქრობ ეგეთი ტიპაჟისაა, ამასთან სერიოზულად იმუშავებდნენ, რამე რომ გამოსვლოდათ არ მიუსჯიდნენ.
2016, 25 აპრილი, 13:11
Dapatimrebas xo jobia.egec ramea
2016, 25 აპრილი, 13:08
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ვერ გამოიყენებ ღიად, შეგიძლია "დაავერბოვკო" და მის ქვეყანაში შენზე ამუშაო...
2016, 25 აპრილი, 13:06
Xo da amat dapatimrebas ashkarad jobia, raime kai saqmistvis gamoiyenon
2016, 25 აპრილი, 12:25
იყენებენ კიდეც, ცნობილი ფაქტია "მოსადის" საინფორმაციო დეპარტამენტში ებრაელი ჰაკერები მუშაობენ...
2016, 25 აპრილი, 12:20
ძალიან ჭკვიანები არიან, მაგრამ კანონი მაინც მეფობს, ამათი გამოყენებაც შესაძლებელია...
2016, 24 აპრილი, 21:05
"გიჟბოროტა" გენიოსები...
0 1 7