x
image
პერსეპოლისი
ვინ წარადგენს საქართველოს "ახალ ტალღაზე"
imageპოპულარული სიმღერის შემსრულებელთა
ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსი „ახალი ტალღა“ ლატვიის ქალაქ იურმალაში 2002 წლიდან ტარდება. 2015 წლიდან კი, სოჭში გადაინაცვლა. ქალაქში, რომელმაც ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლა. ქართველი კონკურსანტები ყოველთვის გამორჩეულები არიან მთელი კონკურსის ისტორიაში და ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს საქართველოში, თუ ვინ წარადგენს ქვეყანას ამ კონკურსზე. "ახალი ტალღის" ჩატარების ადგილმდებარეობის ცვლილების შემდეგ, საქართველომ უარი განაცხადა მონაწილეობაზე. თუმცა, წელს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სახელით სოჭში კიდევ ერთი ქართველი მომღერალი გაემგზავრება.


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ კონკურსის ფინალურ ეტაპზე მოსკოვში, 70 მონაწილიდან საქართველოს წარმომადგენელი გადავიდა და ეს მუსიკალური კონკურსის „The Voice Of საქართველოს“ ბოლო გამარჯვებული, 24 წლის გიორგი ნადიბაიძეა გორიდან, რომელიც ქეთა თოფურიას გუნდის წევრი იყო.


“მეგობრებო, ძალიან კარგი ამბავი მაქვს!

ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს! მოკლედ გეტყვით, რომ მიუხედავად დიდი მღელვარებისა და კონკურენციისა, “ახალი ტალღის“ (წარსულში ცნობილი იურმალა) ნახევარფინალი წარმატებით გავიარე და მოვხვდი გრანდიოზულ ფინალში, რომელიც გაიმართება სოჭში და სადაც საქართველოს სახელით მივიღებ მონაწილეობას. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამომივა და ვასახელებ საქართველოს“ - წერს გიორგი ნადიბაიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.

image


image


image






0
118
6-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0