x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ინდოეთის პრემიერ–მინისტრის "რკინის ხელმა" მისალმების შემდეგ შთამბეჭდავი კვალი დატოვა პრინცი უილიამის ხელზე

image გამოქვეყნდა შოკისმომგვრელი სურათები პრინცი უილიამსის ინდოეთის პრემიერ–მინისტრთან შეხვედრის მერე.
პრინცი უილიამი ინდოეთში მისი ტურის ფარგლებში შეხვდა ინდოეთის პრემიერ– მინისტრ ნარენდრა მოდს და ამ შეხვედრამ გარკვეული ხნით კვალი დატოვა პრინცი უილიამის ხელზე, რაც ფოტოგრაფებს არ გამოპარვიათ.
ინდოელმა პრემიერ–მინისტრმა კემბრიჯის ჰერცოგს ისეთი სიმძლავრით მოუჭირა ხელი მისალმებისას, ხელის მოჭერის კვალი გარკვევით დაეტყო პრინცის ხელს, რაც კარგად ჩანს გამოქვეყნებულ სურათებში.
მიღებაზე მისალმების შემდეგ გადაღებულ სურათზე პრინცი უილიამი ცდილობს არ შეიმჩნიოს, მაგრამ სახეზე აშკარად ეტყობა მძლავრად მოჭერილი ხელის გამო გამოწვეული ტკივილი, მისი მეუღლე კეიტი აზრზე არაა თუ რა მოხდა და ფოტოგრაფების წინ "პოზირებს", ინდოეთის პრემიერ–მინისტრის სახე კი ორაზროვან გამომეტყველებას გამოსახავს.
ცნობილი ფაქტია, რომ ინდოეთის პრემიერ–მინისტრი იოგას თითქმის ბავშვობიდან მისდევს, რამაც მის სულიერ და ფიზიკურ "გაკაჟებას" შეუწყო ხელი, მისი "რკინის ხელის" კვალს კი ახლა შემოგთავაზებთ.
image

0
455
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
455
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0