x
image
melody_inside
რატომ აქვს წამლის აბებს გამყოფი ზოლი!
მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში იყოფა წამლის აბი და რა შემთხვევაში არა.


image


ეს საკმაოდ მარტივია. თუ აბზე გამყოფი ზოლია, მაშინ მასში აქტიური კომპონენტები თანაბრადაა განაწილებული.


თუ გამყოფი ზოლი არ აქვს, მაშინ წამლის აბის რამდენიმე ნაწილად გაყოფისას თქვენ შეიძლება ერთ ჯერზე დალიოთ წამლის მთლიანი დოზა, დანარჩენი ნაწილი კი უსარგებლო დარჩეს. ასეთი აბები გაყოფას არ ექვემდებარებიან.


ეს განსაკუთრებით საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვების შემთხვევაში.


თუ დოზა გადაჭარბებული გამოდგა, ამან შეიძლება არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.



იყავით ყურადღებით და გააფრთხილეთ ახლობლები და მეგობრები.


image


შენიშნვა: ეთანხმებით თუ არა ამ ინფორმაციას, თქვენი გადასაწყვეტია.

6
1796
14-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1796
  
2016, 20 მარტი, 21:36
თქვენ მაინც ვერ გამიგეთ რისი თქმა მინდა..) მეც სწორედ მაგას ვამბობ ხშირ შემთხვევაში ექიმებიც უგულებელყოფენ წამლის სწორად მიღების წესებს მითუმეტეს ბავშვებში.. თუ ჩემი სიტყვის არ გჯერათ ეს სტატია წაიკითხეთ ქართულ საიტზე სამწუხაროდ ვერ მოვიძიე ) http://www.artofcare.ru/top/2424.html დავამატებდი იმასაც რომ ზოგიერთ წამალს იმიტომ არ აქვს გამყოფი ზოლი, მისი კუჭში გახსნა არ შეილება და საჭიროა ნაწლავში გაიხსნას, ან ნელნელა გამოთავისუფლდეს წამალი... ხოლო როდესაც მთლიანობას ვარღვევთ წამალი თავის მოქმედებას კარგავს.. მე რჩევის მიზნით დავწერე და თუ თქვენ არ გაითვალისწინებთ თქვენი ნებაა ) მე ზუსტად ვიცი როცა ჩემი შვილს შეეხება საქმე ყოველთვის ასმაგად გავფრთხილდები.. წარმატებები და გმერთმა წამალი არასდროს დაგაჭირვოთ )
2016, 20 მარტი, 17:40
მაგაში გეთანხმებით, რომ ნება თავისუფალია, თუმცა სოკრატ სალუქვაძის ლექციების, ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტში გატარებული უამრავი ლაბორატორიული პრაქტიკისა და თავადაც მაქვს პრაქტიკა წამლების დამზადებისა, დანამდვილებით ვიცი, რომ მათი გაყოფის გამარტივების მიზნით აქვთ გამყოფი ზოლი. (თქვენგან განსხვავებით დღეს ამ პროფილით არ ვმუშაობ) ხოლო, როგორც ქალბატონმა ლალიმ აღნიშნა- ნოშპას, ტრიამფურს და სხვა მრავალს- ეს ზოლი არ გააჩნია, თუმცა მეექვსედსა და მერვედს ჩემს ჩვილ შვილს ხშირად ვასმევდი.
2016, 20 მარტი, 17:27
არავის ცოდნას შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მოქმედი ფარმაცევტი ვარ საკმაოდ დიდი ხნის გამოცდილებით და არამარტო სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტეზე სწავლის დროს, არამედ მას შემდეგ უამრავ ტრენინგზე მოსმენილი ინფორმაციით, გირჩევთ სტატიას დაუჯეროთ ) თუმცაღა თქვენი ნებაა )
2016, 20 მარტი, 17:03
მოქმედი ნივთიერებები, რომლებიც ამა თუ იმ წამლის აბებშია, ყველას შემთხვევაში თანაბრადაა განაწილებული, ეს გამყოფი ზოლი კი უბრალოდ მისი მარტივად გაყოფისთვისაა და აბებს, რომელთაც ეს ზოლი არ გააჩნია, სულაც არ ნიშნავს იმას რომ მათი გაყოფა არ შეიძლება. (მე ასე მასწავლეს სამედიცინოზე- ფარმაციის განხრას რომ ვსაწვლობდი)
2016, 20 მარტი, 15:55
ქალბატონო ლალი სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში ექიმები არ აქცევენ მაგას ყურადღებას.. 100 % ით სწორი სტატიაა.. მინახავს მეზიმ ფორტე ბავშვებში მესამედი დოზით დანიშნული, მიუხედავად იმისა, რომ ამ წამლის მთლიანობის დარღვევა მიუღებელია. ასე რომ მთლად ექიმსაც ბრმად ნუ ენდობით. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეგიძლიათ ინტერნეტის მეშვეობით ექიმის კომპეტენტურობაჩ გადაამოწმოთ, უფრო დაზღვეული იქნებით )
2016, 20 მარტი, 13:31
ნო-სპას არ აქვს გამყოფი, თუმცა ექიმის რჩევით დამიფქვავს და რაღაც მერამდენედი ბავშვებისთვის მიმიცია, ასევე სხვა წამლებიც, თუმცა კარგი ინფორმაციაა)
0 1 6