x
image
melody_inside
ქაღალდით მიყენებული ჭრილობა რატომ იწვევს ასეთ ძლიერ ტკივილს?
image



ბევრი სხვა ჭრილობა არანაკლებ მტკივნეულია, ვიდრე ქაღალდის ფურცლით გაჭრილი თითი. ხშირად ამ ჭრილობის შემჩნევა თითზე შეუძლებელიც კია და არც სისხლი გამოდის. რა იწვევს მაშინ ასეთ ძლიერ ტკივილს?


ბასრი დანით მიყენებული ჭრილობა თანაბარია და მიუხედავად იმისა რომ ტკივილს იწვევს, ეს უსიამოვნო შეგრძნება რამდენიმე წუთში ქრება. ხოლო ქაღალდის ფურცელი გაჭრასთან ერთად სხვა მცირე დაზიანებებსაც იწვევს მის სტრუქტურაში არსებული მიკროსკოპული ბოჭკოებით.

გარდა ამისა, ქაღალდით გაჭრისას ჭრილობაში რჩება ამ ბოჭკოების და სხვა უცხო მასალების ნაწილაკები, რომლებიც ჭრილობის კიდეებზე კანის ტკივილის რეცეპტორების მუდმივ სტიმულირებას იწვევენ. თავის მხრივ რეცეპტორების დიდი რაოდენობა ზრდის მგრძნობიარობას და ადამიანი განიცდის ტკივილს მცირე დაზიანების შემთხვევაშიც კი.


აღსანიშნავია ისიც, რომ მცირე ზომის ჭრილობიდან სისხლი მცირე რაოდენობით გამოდის ან საერთოდ არ გამოდის, არ "რეცხავს" უცხო სხეულებს და შიგ იოლად ხვდებიან ახალი გამღიზიანებლები. ეს ყველაფერი ადამიანში იწვევს უფრო ხანგრძლივ ტკივილის შეგრძნებას, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილზე სისხლმდენი ჭრილობა.

0
920
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
920
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0