x
image
melody_inside
საკუთარი  კატის ნერწყვში არსებული  ბაქტერიების გამო 6  წლის გოგონა სიკდილს ებრძოდა  
image


ექვსი წლის გოგონას ხელში პატარა ბურთი ეკავა იმ დროს, როდესაც კატა ტაიგერმა კბილები ჩაარჭო ხელში. ეს არ იყო აგრესია, ეს იყო თამაში. გოგონას დედამ გაიგონა რა მისი ყვირილი, მოირბინა და მაშინვე დაუმუშავა ჭრილობა.



ალისა ჰადსონს თამაშის დროს კატამ უკბინა და საშიში ინფექცია პასტერელეზი გადასდო, რის გამოც ბავშვი კინაღამ დაიღუპა, იუწყება Telemundo.




image



თუმცა, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ ალისას მაინც სტკიოდა ხელი. ამიტომ მამამ, მაიკლმა ბავშვი ექიმთან წაიყვანა. მეორე დღეს ინგლისის ხალლის სამეფო ლაზარეთის ტრავმატოლოგიური განყოფილების ექიმებმა მამას უთხრეს, რომ ჭრილობა დაინფიცირებულია და საჭიროა საერთო ნარკოზის ქვეშ გასუფთავება.



ანალიზებმა აჩვენა, რომ პატარა დაინფიცირდა საშიში ბაქტრიით - Pasteurella, რომელიც როგორც წესი, კატის ნერწყვშია. ეს ზოონოზური ინფექციაა, მიმდინარეობს მთელი ორგანიზმის მწვავე ინტოქსიკაციით, ციებ-ცხელებით, ართრიტით, ოსტეომიელიტით. პასტერელეზის სეპტიკური ფორმისას მაღალია ინფექციურ-ტოქსიკური შოკის ალბათობა, ასევე არსებობს ლეტალური დასასრულის ალბათობაც.



image



ექიმებმა განმარტეს, რომ მოუწევთ დაინფიცირებული ქსოვილის მოშორება და ალისა სამი დღე დარჩება საავადმყოფოში.

„ალისა ყვიროდა და არავის აკარებდა მის ხელთან. ჭრილობაში კი ჩირქი ჩანდა უკვე“, -მოგვითხრობს დედა.

ერთსაათიანი ოპერაციის შემდეგ 48 საათის განმავლობაში ალისა ანტიბიოტიკებს ვენიდან ღებულობდა, შემდეგი ორი კვირა უკვე აბების სახით დაუნიშნეს.




თავიდან გოგონას დედა თვლიდა, რომ მედპერსონალი აზვიადებდა სიტუაციას. ახლა კი ის ყველა დედას სთხოვს, ყურადღებით მოეპყროს შინაური ცხოველების ნაკბენს მაშინაც კი, თუ ის უმნიშვნეოდ მოეჩვენაბათ. საბედნიეროდ, ალისას ხელი გართულებების გარეშე აღდგა. ის და ტაიგერი კვლავ განუყრელი მეგობრები არიან.



image


ჯანმრთელი ბავშვების ორგანიზაცია აღწერს Pasteurella-ს, ბაქტერიულ ორგანიზმს, რომელიც აღმოჩენილია კატების უმრავლესობის პირში, ზოგიერთ ძაღლსა და სხვა ცხოველებში. მან რბილი ქსოვილების სერიოზული ინფექცია შეიძლება გამოიწვიოს და დასრულდეს სეფსისით ან მენინგიტით.



თქვენ იცოდით ამ ინფექციის შესახებ?


იხილეთ ასევე:



პირველ რიგში, ამ საოცრება-ელექსირისთვის მნიშვნელოვანია სწორედ ასპირინი. ამიტომ ის არ უნდა ჩაანაცვლოთ სხვა რამით, თუნდაც იბუპროფენით. ასპირინის ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ის შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც არაჩვეულებრივად სასარგებლოა კანისთვის, წერს Acne Skin Site. რა დაგვჭირდება ამ ნიღაბისთვის: _1...

არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც იცი, რომ ვიღაცას სახლში შენი მოკვლა სურს. კატები- საყვარელი და ფუმფულა შინაური ცხოველები არიან. მაგრამ, გულახდილად შეიძლება ითქვას, რომ მათ შეუძლიათ ძალიან უცნაურად მოიქცნენხოლმე. მაგალითად, ახლახანს Twitter -ის მომხმარებელმა ლუის ნაბარომ საშინელი ისტორია მოგვითხრო. ...

დასავლეთში აიკრძალა ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა 16 წლამდე ასაკის ბავშვებზე. ენერგეტიკული სასმელი შვილებს გვიკლავს! ჯერ კიდევ 2018 წელს დიდ ბრიტანეთში ყველა დიდმა სუპერმარკეტმა აკრაძალა 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ენერგეტიკული სასმელების მიყიდვა, წერს The Stuff. შეზღუდვა შეე...

image

საკმაოდ არასასიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც თავზე დაღოღავენ ეს პატარა არსებები. უფრო მეტიც, ადამიანების უმრავლესობას ნამდვილად აშინებს ეს, წერს пишет Newsner. არც ერთ ბავშვს არ უყვარს ტილების მოსაშორებლად საჭირო თმის ხანგრძლივი ვარცხნა. არ მხოლოდ მარტო იმიტომ, რომ ეს მტკივნეულია, არამედ საჭიროა საკმაოდ დიდი დროც მათი...

0
381
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
381
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0