სხვა რატომ აქვს წამლის აბებს გამყოფი ზოლი! 2016, 20 მარტი, 12:17 მინდა გაგიზიაროთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში იყოფა წამლის აბი და რა შემთხვევაში არა.
ეს საკმაოდ მარტივია. თუ აბზე გამყოფი ზოლია, მაშინ მასში აქტიური კომპონენტები თანაბრადაა განაწილებული. თუ გამყოფი ზოლი არ აქვს, მაშინ წამლის აბის რამდენიმე ნაწილად გაყოფისას თქვენ შეიძლება ერთ ჯერზე დალიოთ წამლის მთლიანი დოზა, დანარჩენი ნაწილი კი უსარგებლო დარჩეს. ასეთი აბები გაყოფას არ ექვემდებარებიან. ეს განსაკუთრებით საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვების შემთხვევაში. თუ დოზა გადაჭარბებული გამოდგა, ამან შეიძლება არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს. იყავით ყურადღებით და გააფრთხილეთ ახლობლები და მეგობრები. შენიშნვა: ეთანხმებით თუ არა ამ ინფორმაციას, თქვენი გადასაწყვეტია. 1796 14-ს მოსწონს
|