x
image
პროფესორი
თქვენი გულის გასაღები
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ გულს შეუძლია ადამიანს 150 წელი ემსახუროს.


გულს უყვარს:მოძრაობა და მოძრაობა....ვარჯიში სამჯერ ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს.ყველაზე სასარგებლო დატვირთვა ნებისმიერ ასაკში არის კარგ ტემპში 100-120 ნაბიჯი წუთში.თუ თქვენ ასე ივლით დღეში 5კილომეტრს გული არ დაგიბერდებათ.


სტაბილურობა-ჯანსაღი ცხოვრების წესის ტრადიციად დანერგვა.


წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო 40 წლის შემდეგ-2-ჯერ, გაიზომეთ წნევა, თუ აწეულია მიმართეთ ექიმს.



ხანმოკლე, თუნდაც 15-30 წთ-იანი, დღის ძილი ძალებს შეგმატებთ, გაგიუმჯობესებთ თვითშეგრძნებას და რაც მთავარია თქვენს გულს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, ექიმები ამტკიცებენ რომ ეს აუცილებელია, მათი მტკიცებით საუკეთესო დროა 13 ან 17 სთ.


გულს ვიტამინები უყვარს, განსაკუთრებით ბ ვიტამინი და პ ვიტამინი.ისინი ბევრია ხილში.დღეში ერთი ვაშლი და ექიმი არ დაგჭირდებაო ამბობს ინგლისური ანდაზა.


ქიმიური ელემენტებიდან კი გულს ყველაზე მეტად ჭირდება

-იოდი(თევზი, კალმარები, კრევეტები, ზღვის კომბოსტო და ნეპტუნის სხვა ნობათები).


-კალიუმი(აუმჯობესებს გულის კუნთების მუშაობას, ემსახურება ზედმეტი სითხის გამოყოფას.ყველაზე მეტია კარტოფილში, გოგრაში, კომბოსტოში, გარგარში, შავ ქლიავში, ჭერამში, ლეღვში, ასკილში, წითელ და შავ მოცხარში, ოხრახუშში).


-მაგნიუმი(დამამშვიდებელი, სისხლძარღვთა გამაფართოებელი და შარდმდენი.მაგნიუმით მდიდარია ხორბლის ბურღული, სოიას ფქვილი, ტკბილი ნუში, ბანანი.მეცნიერები დასკვნამდე მივიდნენ, რომ ვინც ერთ ბანანს შეჭამს დღეში ინფარქტის რისკი ნულამდე ჩამოდის)


გულს არ უყვარს:


-თუ ვერ მართავთ ემოციებს, ვერ ისვენებთ, ყველაფერი ახლოს მიგაქვთ გულთან.

-ზედმეტი კილოგრამები გულის პირდაპირი მტერია.

-მოწევა

-გადაჭარბებული ალკოჰლი.მაგრამ 1ჭ შავი ღვინო ვახშამზე ჯანმრთელ ადამიანს შეერგება.

-დილით ფინჯანი ყავა და დღეში 4ფინჯანი.

-ტკბილი, მარილიანი საჭმელი, ხორცეული, ცხიმი.

კვირაში რეკომენდებულია 2-3 კვერცხი, ბულიონი კვირაში 1-2-ჯერ.თევზი ან მჭლე ხორცი დღეში 100გრ.

image





2
61
7-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
61
  
2016, 4 მარტი, 12:38
მადლობა მეც ბევრი რამ ვისწავლე,კიდევ გავაგრძელებ ასეთ სასარგებლოებს თუ მომცემენ საშუალებას. :)
2016, 4 მარტი, 11:18
ძალიან კარგი და სასარგებლო სტატიაა!!!
0 1 2