x
image
პროფესორი
აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, მეტსახელად "ავი ძაღლი" თანამდებობას ტოვებს

image


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა (საზღვაო ქვეითი კორპუსის ყოფილი გენერალი) თანამდებობის დატოვების შესახებ დაწერა განცხადება, რადგან ჩვენი და ტრამპის სამომავლო ინტერესები ერთმანეთს არ ემთხვევაო. ტრამპმაც დიდი მადლობის მოხდით პატივი სცა მის გადაწყვეტილებას და თებერვლიდან უკვე ახალი თავდაცვის მინისტრი დაინიშნება.

ჯიმ მატისი თავისი გადადგომის მოთხოვნის წერილში მიუთითებს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება სირიიდან აშშ კონტინგენტის გამოყვანის შესახებ ცუდად იმოქმედებს აშშ-ს იმიჯზე მის პარტნიორებს შორის.

"ჩვენი ერის სიძლიერე პირდაპირაა დაკავშირებული ჩვენი მეკავშირეობისა და პარტნიორობის რთულ სისტემასთან. მართალია ჩვენ ვართ წამყვანი ქვეყანა, მაგრამ არ შეგვიძლია ამ როლის უზრუნველყოფა და ჩვენი ინტერესების დაცვა ძლიერი ალიანსების შენარჩუნებისა და მოკავშირეებისადმი პატივისცემის გამომჟღავნების გარეშე. მე ვფიქრობ, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალები არ უნდა იყოს მსოფლიო პოლიციელი. ამის ნაცვლად ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ამერიკის ძლიერების ყველა ელემენტი კოლექტიური თავდაცვისთვის, ალიანსების ეფექტური ლიდერობის ჩათვლით".

ანუ მოკავშირე ქურთების მიტოვება მტრულად განწყობილი ასადის, რუსეთის, ირანის და თურქეთის გარემოცვაში დააზარალებს აშშ-ს როგორც კოლექტიური თავდაცვის ლიდერის იმიჯს. შემდეგში სხვა ქვეყნები ორჯერ დაფიქრდებიან, სანამ აშშ-ს მხარდაჭერის იმედად ქურთების ბედში ჩაიგდებენ თავს.

ეს თემა გახდება რუსული ანტიდასავლური პროპაგანდის ფლაგმანი უახლოეს მომავალში.

პ.ს.
ჯიმ მატისი არის წამყვანი სტრატეგოსი და ორატორი აშშ-ში. გარდა იმისა, რომ მისი მიდგომებს და შეხედულებებს ყოველთვის წარმატება მოჰქონდა აშშ-სთვის მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე. ამ ძალიან რთულ თემებს ძალიან გასაგები ენით გადმოსცემს ყოველ ჯერზე.


image

0
35
4-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0