x
image
პროფესორი
2018 წლის ყველა საინტერესო მოვლენა სპორტში
2018 წელიც მიიწურა და რა თქმა უნდა სპორტულ სამყაროშიც ამ წელს ბევრი ცვლილება მოხდა.მაშ ასე დავიწყოთ:

image


1.რა თქმა უნდა 2018 წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენა რუსეთში გაიმართა, სადაც შენსანიშნავი მატჩები ვიხილეთ.როგორიცაა ბელგიის გამარჯვება ბრაზილიასთან, რუსეთის სენსაცია ესპანეთთან და ხორვატიის ფინალში გასვლა.


მუნდიალის ფინალში შესანიშნავი საფრანგეთის ნაკრები და ხორვატია დაუპირისპირდნენ, სადაც საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა დამაჯერებლად იმარჯვა.საუკეთესო ფეხბურთელად მოდრიჩი აღიარეს, თუმცა ნამდვილად აღმოჩენა იყო 20 წლის კილიან მბაპე, კანტე და ჩემი აზრით საუკეთესო გრიზმანი.



2.ზიდანის წასვლა რეალიდან-სამეფო კლუბმა ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე ზიდანის თაოსნობით.ზიდანის თაოსნობით ასევე ბრწყინავდა რეალი ლა ლიგაშიც, თუმცა ყველას გასაოცრად ზიდანმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ის ერთადერთი მწვრთნელია, რომელიც რეალიდან არ გაუშვიათ.ზიდანი გამარჯვებული წავიდა თუმცა გულშემატკივრებს გული დაწყვიტა.

image

3.ხაბიბ ნურმაგომედოვის და კონორ მაკგრეგორის გარჩევების საბოლოო დასასრული-ბევრი გაწევ გამოწევის შემდეგ დაღესტნელმა წერტილი დაუსვა ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს, წერტილი დაუსვა მორალურადაც და ოქტაგონზეც.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ როდესაც მაკგრეგორი ფორმის პიკში იყო, ის ნურმაგომედოვს შეეჩეხა და ირლანდიური სლენგებით საუბარი დაუწყო, ხაბიბის გუნდის წევრებმაც უპასუხეს და აქაც კონორი ჩალა გამოვლებული დარჩა.შემდეგ ხაბიბს კონორის მეგობარმა რუსმა არტიომ ლობოვმა შეურაცყოფა მიაყენა ინტერნეტ სივრცეში.ლობოვი ხაბიბს და მის გუნდის წევრებს გადაეყარა, თუმცა კი უარყო მისი ნათქვამი მაგრამ ალი ყური ვერ აცდა.


ამის შემდეგ ლობოვი და მაკგრეგორი თავს ესხმიან ავტობუსში ხაბიბს, აღსანიშნავია რომ ხაბიბი ამ დროს მარტო იყო, თუმცა მას დაზიანება არ მიუღია.


ამის შემდეგ უკვე ოფიციალურად ანონსდება ხაბიბისა და კონორის დაპირისპირება.კონორი პრესკონფერენციებზე გამომწვევად ექცეოდა ხაბიბს და შეურაცყოფას აყენებდა მას, მის ხალხს და რელიგიასაც კი.ამ ყველაფერმა ერთიანად იფეთქა, როდესაც მაგომედოვმა კონორი მოგუდა.ბრძოლის დასრულების შემდეგ ხაბიბი კონორის გუნდის წევრებს დააფრინდა, კონორს კი ხაბიბის გუნდის წევრებმა მიაღებინეს.ასევე მოხდა დაპირისპირება გულშემატკივრებს შორის, მთვრალი ირლანდიელი გულშემატკივრები თავს ვერ იკავებდნენ, რისთვისაც მრავალი ძირს დაეცა(ვიდეო შეგიძლიათ მოიძიოთ იუთუბში).


მოკლედ ხაბიბმა საბოლოოდ მოუღო კონორის ლაყბობას ბოლო და დაამტკიცა თუ ვინ არის რეალური ჩემპიონი, მან კონორი ყველა მხრიდან განადგურებული დატოვა.

image

4.კრისტიანო რონალდოს იუვენტუსში გადასვლა-ზიდანთან ერთად სამეფო კლუბი კრისტიანომაც დატოვა, რაც ნამდვილად 2018 წლის სენსაცია იყო.ის რეალში უბრალოდ მეფე იყო, ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ანუ მესის 4-ჯერ აქვს ლიგა მოგებული კრისტიანოს კი 5-ჯერ, თუმცა ამას რამდენად მოახერხებს იუვენტუსში ამას დრო გვიჩვენებს.რონალდოს წასვლის შემდეგ სამეფო კლუბს ბევრი გულშემატკივარი მოაკლდა თუნდაც საქართველოში

image

5.ჟოზე მოურინიო-ამ შესანიშნავ მწვრთნელს კატასტროფული წელი ჰქონდა მანჩესტერ იუნაიტედში, მისი გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში საზიზღარ ფებურთს თამაშობდა.მიუხედავად იმისა რომ ფეხბურთელების მხრივ მას რესურსი ასე თუ ისე გააჩნდა, საბოლოოდ მოურინიო მანჩესტერიდან სკანდალით წამოვიდა და თუ რომელ გუნდს ჩაიბარებს მოურინიო მომავალში ამას დრო გვიჩვენებს

image

6.ლეო მესი და არგენტინის ნაკრები-მაყურებელი მოუთმენლად ელის მესის მსოფლიო ჩემპიონობას არგენტინასთან ერთად რა თქმა უნდა, თუმცა არგენტინა წელს ისევ საშინლად გამოიყურებოდა.ხორვატიასთან წაგებული 3:0-ის შემდეგ არგენტინა ძლივს გავიდა ჯგუფიდან და საბოლოოდ კი გამოეთიშა მსოფლიო ჩემპიონატს, მესისთვის ეს მართლაც დიდი ტრამვა იყო, რადგან არგენტინის ნაკრებს ფეხბურთელების დიდი რესურსი ნამდვილად არ გააჩნია.ამ მუნდიალის შემდეგ მესი ნაკრებიდან წავიდა, თუმცა დაბრუნდება თუ არა ის ეს საკითხავია.თუმცა ეს მუნდიალი მისთვის კატასტროფული იყო.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ მისმა პირდაპირმა მეტოქემ კრისტიანო რონალდომაც დიდად ვერ გაიბრწყინა ამ მუნდიალზე.

image7.მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლუკა მოდრიჩი გახდა-კრისტიანოს და მესის ამ ორ ტიტანს შორის დაპირისპრებაში, საფეხბურთო სამყაროში გამოჩნდა ჩვეულებრივი მოკვდავი, რომელმაც ტიტანებს აჯობა და საუკეთესო გახდა.მან საუკეთესო სეზონი ჩაატარა რეალში და ხორვატიის ნაკრებშიც და პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.თუმცა ჩემის მოსაზრებით არც მარსელო ჩამოუვარდებოდა ამ სამ აღნიშნულ ფეხბურთელს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია.

image

მაპატიეთ მეგობრებო თუ რამე გამომრჩა.

პატივისცემით პროფესორი


1
119
2-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
119
  
2018, 31 დეკემბერი, 22:02
მოგესალმებით საუკეთესო, გაცნობის საიტი = = > Sexydrom.com
0 1 1