x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
თვითშეფასება და მისი მნიშვნელობა ბავშვებში

თვითშეფასება ეს არის თვითშემეცნების კომპონენტი, რომელიც მოიცავს ადამიანის ფიზიკური, პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებებისა და ქცევის შეფასებას.

image


თვითშეფასება არის ბავშვის პიროვნების ცენტრალური წარმონაქმნი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს მის სოციალურ ადაპტაციას. რ. ბერნსის აზრით, სკოლამდელი ასაკისა და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვი საჭიროებს განსაკუთრებულ კეთილგანწყობას და მხარდაჭერას უფროსების მხრიდან, რათა მათ ეჭვი არ შეეპაროთ საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში.


იმის მიხედვით, თუ როგორი თვითშეფასება აქვს ბავშვს (ადექვატური, დაბალი, მაღალი), მან შეიძლება სტიმულირება გაუკეთოს, ან პირიქით დათრგუნოს ბავშვის აქტიობა - როგორც სასწავლო, ავადროულად სოციალური ურთიერთობების სფეროში.

ბავშვებს ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში უყალიბდებათ და უვითარდებათ თვითშეფასება- საკუთარი შესაძლებლობებისა და თვისებების შეფასების უნარი, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრავს მათ ქცევას. ყველა ასაკის ბავშვისთვის ქცევის მოტივაციური მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ თვითშეფასებასა და შეფასებას შორის კონფლიქტის დროს ქცევის წამყვან მოტივად თვითშეფასება იქცევა. გარემოსადმი ნდობის ჩამოალიბება ბავშვს თავიდან ააცილებს გარე სამყაროს წინაშე შფოთვასა და დაძაბულობას. კუპერ სმიტმა თავის კვლევებში აღმოაჩინა, რომ ადეკვატური თვითშეფასება წარმოადგენას მშობლის მიერ მიმღებლობის, რეალისტურ საზღვრებში მოქმედების თავისუფლების არსებობის შედეგს.თვითშეფასების ფორმირებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მშობლების ყურადღების ხარისხსა და რაოდენობას, ასევე მათი მხრიდან უპირობო მიმღებლობას.

თვითშეფასება გავლენას ახდენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, არაადეკვატურმა თვითშეფასებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა. ის ასევე გავლენას ახდენს სოციალურ ადაბტაციაზე, რადგან ძალიან მაღალი ან დაბალი
თვითშეასების ადამიანს გარემო ნაკლებად ღებულობას.სწავლა და პროფესიის არჩევა ასევე კავშირშია თვითშეფასებასთან, რადგან დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი სწავლას უკლებს, მიაჩნია რომ მაინც არაფერი გამოუვა, ხოლო მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანი მარცხსა და წარუმატებლობას გარემოს აბრალებს. გარდა ამისა, ადამიანები, რომელთაც აქვთ დაბალი თვითშეფასება, მიდრეკილნი არიან დევიანტური ქცევისაკენ.

არგილის (Argyle. 2008) თანახმად - არსებობს 4 მთავარი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს თვითშეფასებაზე:


1.სხვისი რეაქციები თუ ადამიანები აღფრთოვანდებიან ჩვენით, გვაქებენ, ცდილობენ იყვნენ ჩვენს საზოგადოებაში, ყურადღებით გვისმენენ და გვეთანხმებიან, გვიყალიბდება პოზიტიური მე-ს ხატი

. თუ ისინი გვერიდებიან, არ გვაქცევენ ყურადღებას, გვაძლევენ ნეგატიურ უკუკავშირს, გვიყალიბდება ნეგატიური სელფ-ხატი.

2. სხვებთან შედარება- თუ ადამიანები რომლებსაც ვადარებთ თავს (რეფერენტული ჯგუფი) ჩანან უფრო წარმატებული, ბედნიერი, მდიდარი, სიმპათიურები ჩვენთან შედარებით- გვიყალიბდება ნეგატიური მე-ს ხატი მაგრამ თუ ისინი არიან ნაკლებ წარმატებულნი ვიდრე ჩვენ, ჩვენი ხატი იქნება პოზიტიური.

3.სოციალური როლები- ზოგი პრესტიჟული სოციალური როლი როგორებიც არის ექიმი, თვითმფრინავის პილოტი, ტელეწამყვანი, პრემიერლიგის ფეხბურთელი ხელს უწყობს დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. სხვა სოციალური როლები როგორიცაა პატიმარი, ფსიქიატრიული საავადმყოფოს პაციენტი, ნარჩენების შემგროვებელი ან დაუსაქმებელი ადამიანი შეიცავს სტიგმას.
4. იდენტიფიკაცია-როლები უბრალოდ არ არსებობენ, ისინი ჩვენი პიროვნების ნაწილები ხდება ე.ი, ჩვენ საკუთარი თავის იდენტიფიკაციას ვახდენთ იმ თანამდებობებთან რომელიც გვიკავია, როლებთან რომლებსაც ვასრულებთ და იმ ჯგუფებთან რომლებსაც მივაკუთვნებთ თავს.


გარდა ამისა, მშობლების აღზრდის სტილმა შესაძლოა აგრეთვე კრიტიკული როლი შეასრულოს თვითშეფასების განვითარებაში. დაწყებით სკოლაში ისეთ ბავშვებს მეტად ადეკვატური თვითშეფასება აქვთ რომლებსაც მზრუნველი, გვერდში მდგომი მშობლები ჰყავთ, რომლებიც სწორ სტანდარტებს სთავაზობენ საკუთარ ბავშვებს და უფლებას აძლევენ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში.

0
191
2-ს მოსწონს
ავტორი:თინათინ ზუბიტაშვილი
თინათინ ზუბიტაშვილი
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0