x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
საფეხბურთო მატჩში მონაწილეობაზე სომხეთის უარს აფხაზეთი ეხმიანება

imageაფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რუსლან აჯინჯალი სოხუმში არშემდგარ ფეხბურთის მატჩს ეხმიანება და აცხადებს, რომ სომხეთის გუნდმა “არარატმა” პოლიტიკური მიზეზებით თქვა უარი მატჩში მონაწილობაზე.


“მატჩი არ შედგა, რადგან გუნდ “არარატს” ნებისმიერ სპორტულ ღონისძიებაში, რომელიც ” რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე” ტარდება, მონაწილეობა აუკრძალეს. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ ფორმულირებით მიმართა საქართველოს სახელმწიფომ სომხეთის წარმომადგენლობას. ვერ ვხვდები, თუ რატომ არ პასუხობს სომხეთი ჩვენს მეგობრულ დამოკიდებულებას იმავე დამოკიდებულებით. აფხაზეთში სომხური სათვისტმო და სომხური სკოლები ფუნქციონირებს და დიდი დიასპორაა. ეთნიკურად სომეხი ადამიანები არა მხოლოდ წამყვან პოლიტიკურ თანამდებობზე მყოფ პირებს შორის არიან, მათში ბევრია აფხაზეთის თავისუფლებისთვის თავდადებული ადამიანიც. აფხაზეთის რესპუბლიკამ ოფიცალურად აღიარა სომეხთა გენოციდი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სომხეთის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოს”, - განაცხადა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რუსლან აჯინჯალმა. ინფორმაციას კი “აფსნიპრესი”, აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ოფიციალური სააგენტო ავრცელებს.


მისივე განცხადებით, აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაცია მიზანმიმართულად არ მიმართავს საპასუხო ზომებს და სანქციებს, რადგან პოლიტიკისა და ფეხბურთის აღრევა არ მოხდეს. ამხანაგური მატჩი ნიჟნი ნოვგოროდის საფეხბურთო კლუბ “ვოლგას” და სომხეთის “არარატს” შორის სოხუმში 27 იანვარს უნდა გამართულიყო.

1
687
7-ს მოსწონს
ავტორი:TaFLiKa
TaFLiKa
687
  
2016, 30 იანვარი, 22:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1