x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
30 წლის ჟურნალისტის უკანასკნელი პოსტი:"უკეთესია მოვკვდე,ვიდრე ვიცხოვრო დამცირებულმა "ისლამურ სახელმწიფოში"
imageრუქია ჰასანს, რომელიც ნისან იბრაგიმის ფსევდონიმით წერდა ელის ბოევიკებმა შპიონაჟში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს რაქაში.


30 წლის ჟურნალისტი ალეპოს უნივერსიტეტში ფილოსოფიას სწავლობდა და ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა.როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ"("ელის" -ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო ან ერაყისა და შამის ისლამური სახელმწიფო-"დაიში")ხელში ჩაიგდო რაქა, გოგონა ქალაქში დარჩა.


ჟურნალისტი წერდა საჰაერო დარტყმებზე.რომელიც ქალაქს ანადგურებდა და დაცინოდა ელის ინტერნეტის დაბლოკვის გამო.

ამასთანავე ჟურნალისტი აქტურად დებდა პოსტებს საყვარელი მუსიკის შესახებ.


image

"ჩვენ არ გვინდა ელის-ი, არ გვინდა რომ კოალიცია ელის-ს ბომბავდეს, არ გვინდა, რომ სირიის თავისუფალი არმია ელის ებრძოდეს...რა გვინდა ბოლოს და ბოლოს?"-წერდა რუქია ჰასანი.


ეს კი ჰასანის უკანასკნელი სიტყვებია, რომელიც ივლისის თვეში გამოაქვეყნა ინტენრეტით:"რაქაში ვარ, სიკვდილით მემუქრებიან, როდესაც ელისი დამაკავებს და სიკვდილით დამსჯის, ისინი თავს მომკვეთავენ, მე ამაყი მოვკვდები, უკეთესია მოვკვდე, ვიდრე ვიცხოვრო დამცირებულმა "ისლამურ სახელმწიფოში".


ჰასანი, როგორც ცნობილი გახდა გასული წლის სექტემბერში სიკვდილით დასაჯეს, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი, როდესაც ელის ბოიევიკებმა მის აკაუნტიდან პოსტები გამოაქვეყნეს.

image

1
428
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
428
  
2016, 12 იანვარი, 11:56
საბრალო :(
0 1 1