x
image
მანჩო 777
"ზოგისთვის ზღვის ტალღები ნეტარებაა, ზოგისთვის სიკვდილის საფრთხე" - ფოტოკოლაჟით გადმოცემული სასტიკი სინამდვილე
ინგლისელი ჯო ვები (Joe Webb) წინა ცხოვრებაში, როგორც ჩანს, კომპიუტერული დიზაინერი გახლდათ და იმდენად ყელში ამოუვიდა საათობით ვირტუალური საქმიანობის კეთება, რომ ერთ მშვენიერ დღეს მიაფურთხა ყველაფერს და დამოუკიდებელი ხელოვანი გახდა.


image
პრინციპი, რომელიც მაშინ დაუდო საკუთარ თავს, ერთი და უცვლელია დღემდე – არავითარი photoshop-ი, მხოლოდ მაკრატელი და სხვადასხვა სურათების ერთიან კოლაჟში გაერთიანება, რაც მას შესანიშნავად გამოუვიდა.


image


..და როგორც ყოველთვის, როდესაც ნიჭიერი ადამიანი საკუთარი ტალანტის გამოვლენის სფეროს პულობს, წარმატებამაც არ დააყოვნა – ძალზედ მალე გადაიქცა ინტერნეტ - სენსაციად, ვინაიდან ქსელში მაშინათვე დაიწყეს მისი ნამუშევრების გაზიარება ათასებმა და ასიათასებმა. თავად ჯო ყოველწლიურად ასეულობით კოლაჟს ყიდის მთელს მსოფლიოში, ხოლო მისი ორიგინალური ნამუშევრები ლონდონის Saatchi–ს გალერეაშია გამოფენილი.



image
ხელოვანის კოლაჟების უმრავლესობა ადამიანური თანაგრძნობით აღვსილი და მწარე სოციალური სატირითაა შეფერილი და აწვდენს კიდევაც მნახველს გზავნილს...


image


\კოლაჟებში აშკარად იგრძნობა ავტორის ცინიზმი; ის, თუ რამდენად დაშორებულია ადამიანი ბუნებას, რამდენად უსამართლოა ბედი თუ იღბალი ბევრი ადამიანის მიმართ, რადგანაც არ არსებობს თანასწორობა და არ ანათებს მზე ერთნაირად ყველას თავზე... ზოგისთვის ზღვის ტალღები ნეტარებაა, ზოგისთვის სიკვდილის საფრთხე.


image


ერთი სიტყვით, სამყარო უსამართლოა! - გვეუბნება ჯო ვების ფოტოები.



imageimage
imageimageimageimage














0
313
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0