x
image
მანჩო 777
ასე გამოიყურებოდნენ ირანის შაჰის ცოლები - უნიკალური ფოტოები ჰარამხანიდან
მინდა მოგითხროთ უნიკალურ ფოტოებზე, რომლებიც გადაღებულია ირანის შაჰის ნასერ ად-დინ შაჰ კაჯარის ჰარემში. ნასერ ად-დინი ირანს მართავდა 1848-1895 წლებში.


image


შაჰ კაჯარის მრავალრიცხოვანი გატაცებიდან ერთ-ერთს ფოტოგრაფია წარმოადგენდა. სურათების გადაღება მას ჯერ კიდევ ბავშვობაში მოსწონდა, ხოლო როცა ქვეყნის სათავეში მოექცა, ბრძანება გასცა მის სასახლეში ოფიციალური ფოტოსტუდია მოეწყოთ.


image



1870 წელს თეირანში პირველი ფოტოატელიე გახსნა რუსმა ფოტოგრაფმა ანტონ სევრიუგინმა, სწორედ ეს ადამიანი გახდა შაჰის სასახლის კარის ფოტოგრაფი. სევრიუგინმა ერთგვარი ფოტომატიანე შექმნა იმდროინდელი ირანისა, რისთვისაც შაჰის ჯილდოები და საპატიო წოდებაც დაიმსახურა.


image


რუს ფოტოგრაფს შეეძლო გადაეღო თავად შაჰის, მისი მოსამსახურეებისა და კარისკაცებისათვის, ამასთანავე ფოტოგრაფის ობიექტივში მხოლოდ მამაკაცები შეიძლება მოქცეულიყვნენ, ხოლო ფოტოგადაღების მხურვალე მოტრფიალე შაჰმა თავად დაიტოვა უფლება გადაეღო ჰარამხანის მხევალი ქალები ანუ თავისი ცოლები. ისტორიკოსების გადმოცემით, მათი რიცხვი 100 -ს აღწევდა. აი ერთ-ერთი მათგანი : ანის-ალ-დოლეხი.


image


ცნობილია, რომ ნასერ ად-დინ შაჰი ფოტოსურათებს თავად ბეჭდავდა სასახლის სარდაფში მოწყობილ ლაბორატორიაში და მათ, ატლასის ალბომებში სათუთად ჩაწყობილს, საიდუმლოდ ინახავდა გოლესტანის სასახლეში, სადაც ამჟამად მუზეუმია განთავსებული.

ამ ფოტოზე შეუდარებელი ანის-ალ-დოლეხი– შაჰის საყვარელი ცოლია გამოსახული შვილთან ერთად. როგორც ჩანს, სილამაზის ეტალონი იმდროინდელ ირანში სიმსუქნე იყო.


image


შაჰის ჰარამხანის ფოტოსურათების ექსტრაორდინალურობა გამოიხატება იმაში, რომ იმ დროს შიიტური კანონებით აკრძალული იყო ადამიანების სახის გადაღება, მით უმეტეს ქალის სახისა. მხოლოდ ქვეყნის ყველაზე ძლიერ პირს ჰქონდა კანონის დარღვევის უფლება.

აი მშვენიერი ანის-ალ-დოლეხის კიდევ ერთი ფოტო (ზის).


image


ამ ქალების ფოტოსურათები წინააღმდეგობაშია ჰარემის მიმართ გავრცელებულ თქმულებებთან - შაჰის ცოლები იმ დროისათვის საკმაოდ თანამედროვედ და თავდაჯერებულად გამოყურებიან, სულაც არ კეკლუცობენ, არ მორცხვობენ და მშვიდად უყურებენ ფოტოაპარატის ობიექტივს.


image


შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჰარამხანაში ცოლების გარკვეულ ნაწილს ერთმანეთთან საკმაოდ მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. ზოგ ფოტოზე აღბეჭდილია ქალების ჯგუფი პიკნიკის დროს.


image


ფოტოსურათების მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, თუ როგორი გემოვნება ჰქონდა ირანის მმართველს: ფოტოებზე აღბეჭდილი ყველა ქალი საკმაოდ ფერხორციანია და წარმოსადეგი, მსხვილი შეერთებული წარბებით და კარგად შესამჩნევი ულვაშებით. როგორც ჩანს, ეს ქალბატონები შიმშილს სულაც არ უჩიოდნენ და არც ფიზიკური შრომით იყვნენ დატვირთულნი. ამბობენ, რომ გოლესტანის კოლექციაში ნიუს სტილში გადაღებული რამოდენიმე ფოტოცაა, მაგრამ მათ მკაცრად ინახავენ საიდუმლოდ.


image


ალბათ შეამჩნიეთ, რომ ბევრ ფოტოზე შაჰის ცოლები გადაღებულნი არიან მუსულმანი ქალებისათვის უჩვეულო მოკლე ფუშფუშა ქვედაკაბებში, რომლებიც ბალერინის კაბებს ჰგავს და ეს შემთხვევითი სულაც არაა.


image


ცნობილია, რომ 1873 წელს რუსეთის მეფის ალექსანდრე II-ის მიწვევით შაჰი იმყოფებოდა რუსეთში და როგორც საპატიო სტუმარი, ის ბალეტზე მიიპატიჟეს. ლეგენდის თანახმად, ის მოიხიბლა მშვენიერი რუსი მოცეკვავე ქალებით და როცა ირანში დაბრუნდა, უბრძანა, მისი ცოლებისთვისაც შეეკერათ საბალეტო კაბის მსგავსი ტანსაცმელი, თუმცა მათი ჩაცმის უფლება შაჰის ცოლებს მხოლოდ ფოტოგადაღების დროს ჰქონდათ. გამორიცხული არაა, რომ ესეც ლეგენდის ნაწილი იყოს.


image


24
516
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
516
  
2015, 7 აპრილი, 20:25
მთლად დალაგებული არ უნდა ყიფილიყო, მაგრამ რუსი ბალერინები რომ მოეწონა? :დდ
2015, 7 აპრილი, 20:14
1848-1895 წლებში სპარსეთის იმპერია დაუძლურებული იყო? ან მაგ შაჰს როგორც ჩაNს გადახრები ქონდა სერიოზული :D
2015, 7 აპრილი, 16:14
შესაძლებელია:)
2015, 7 აპრილი, 16:10
უფრო მეორე
2015, 7 აპრილი, 16:09
ეტყობა იმ დროს ეგეთი ქალები ცხოვრობდნენ ირანში :) ან იმ შაჰს ჰქონდა უცნაური გემოვნება
2015, 7 აპრილი, 16:03
მარტო კლაუდია ლინქსი რად ღირს
2015, 7 აპრილი, 16:02
ნახე თანამედროვე ირანელი ქალების ფოტოები და მერე მაგას აღარ იტყვი
2015, 7 აპრილი, 15:58
:DD გავხარ ბელუჩის, ხო იცი შენ ..ამნაირი მახინჯი ქალები რომ ჰყავდათ, ამიტომ იკავდნენ ქართველი ქალებისათვის ტავს
2015, 7 აპრილი, 15:54
მერე გადაცმულ კაცებს უღებდა ეტყობა და ვითომ ცოლები იყო....ეგენი თუ ქალებად ითვლება..მაშინ მე მონიკა ბელუჩი ვყოფილვარ
2015, 7 აპრილი, 15:49
ფოტოდოკუმენტაციაა, რა გვეკაიფება?:)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10