x
image
მანჩო 777
10 საუკეთესო ფუდ-ფოტოგრაფი მსოფლიოში (პირველი ნაწილი)
ნებისმიერი ფუდ-ფოტოგრაფის მოვალეობაა გაააკეთოს ისე, რომ ყველას მოუნდეს მის მიერ ფოტოზე აღბეჭდილი კერძის მირთმევა.

წარმოგიდგენთ ათ აღიარებულ ფუდ-ფოტოგრაფს, რომელთა ნამუშევრები ცნობილია მთელ მსოფლიოში.

1.მეთ არმენდარისი (Matt Armendariz)-ეს ამერიკელი ფოტოგრაფი ამბობს, რომ ის შეშლილია საჭმელზე, სასმელზე და ყველაფერზე, რაც მათ უკავშირდება. ცნობილი ფუდ-ფოტოგრაფი მუშაობს ჟურნალისათვის Time, მარტა სტიუარტის საგამომცემლო სახლში, აგრეთვე ბევრ სხვა პერიოდულ გამოცემასა და რეკლამებში. მას მიჰყავს ბლოგი, სადაც ასწავლის მსურველებს საჭმლის ფოტოგრაფირებას.

imageimageimageimageimageimageimage







2.ბილ ბრედი (Bill Brady)- ნიუ-იორკელი ფუდ-ფოტოგრაფი ამბობს, რომ მას ბავშვობიდანვე უყვარდა საჭმლის გადაღება. ეს დაიწყო იქედან, როცა მისი მთელი დიდი ოჯახი იკრიბებოდა კვირაობით ოჯახურ სადილზე ბებიასთან. "ჩემი სამუშაოს მიზანია-გაცდუნოთ თქვენ, მოგხიბლოთ ისე, რომ რასაც ხედავთ, მისი გასინჯვის სურვილი გაგიჩნდეთ"-ამბობს ბილი.

imageimageimageimageimage




3.ჰელენ დუჟარდინი(Helen Dujardin)-ეს ფრანგული წარმოშობის ამერიკელი ფუდ-ფოტოგრაფი საკვების გადაღებას ეწევა 2007 წლიდან და უკვე მოასწრო რამოდენიმე სერიოზული ჯილდოს მოპოვება. მისი ფოტოები დაბეჭდილია უამრავ ცნობილ ჟურნალში, როგორებიცაა Elle, Forbes და მრავალ კულინარიულ წიგნში.

imageimageimageimageimageimageimageimageimage








4. ლარა ფერონი (Lara Ferroni)- ის სრულებითაც არ აპირებდა გამხდარიყო ფუდ-ფოტოგრაფი, მაგრამ ერთხელაც ფოტო გადაუღო სახლში გაკეთებულ ჟოლოს ნამცხვარს და ამის შემდეგ დაავადდა ამ პროფესიით. მას ყველაზე მეტად იზიდავს მზის შუქი, რომლებიც ფოტოებს შინაურ სითბოს ანიჭებს.

imageimageimageimage



5.ლუ მანა (Lou Manna)- ფუდ-ფოტოგრაფი 30 წლის სტაჟით, რომლის ნამუშევრებიც დაბეჭდილია ორმოცამდე კულინარიულ წიგნში, ხოლო ჟურნალებისა და რეკლამების რაოდენობა მის მიერ გადაღებული ფოტოებით უამრავია.ის წლების განმავლობაში მუშაობდა New York Times-ში. ლუ აგრეთვე დაკავებულია უმცროსი კოლეგების განათლებით, ატარებს მასტერ-კლასებს, ხოლო მისი წიგნი Digital Food Photography-პირველი ამ სფეროში, უკვე მეოთხედ გამოიცა.

imageimageimageimageimageimageimageimage








4
117
13-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
117
  
2013, 22 ნოემბერი, 16:06
როგორც ყოველთვის, ავტორს პოსტის შერჩევაში გემოვნება არ ღალატობს :)
2013, 22 ნოემბერი, 10:38
ძალიან "გემრიელი" პოსტია:)
2013, 21 ნოემბერი, 23:27
მეც ეგ მომეწონა ძალიან:)
2013, 21 ნოემბერი, 23:22
ლუ მანას შემოქმედება განსაკუთრებით მომეწონა :)
0 1 4