x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508604
გერმანია შოკშია: ახალი წლის ღამეს არაბი ლტოლვილები გერმანელ ქალებს დაერივნენ
image

ქალაქ კელნის მერმა ჰენრიეტა რეკერმა მოიწვია საგანგებო სხდომა მას შემდეგ, როდესაც პოლიციაში შევიდა დაახლოებით 80 განცხადება იმის შესახებ, რომ ახალი წლის დღეებში განხორციელდა სექსუალური ძალადობა ქალებზე.


შემთხვევების უმეტესობა ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.წინასწარი მონაცემებით მასში მონაწილეობდა დაახლოებით ათასამდე აგრესიულად განწყობილი მამაკაცი, რომლებიც ძირითადად ლტოლვილები არაბული ქვეყნებიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან იყვნენ.



ქალაქის პოლიციის უფროსმა ვოლფგანგ ალბრესმა მომხდარი ფაქტი შეაფასა, როგორც "დანაშაულის სრულიად ახალი განზომიელება."


image

პოლიცია ამჟამად არკვევს, ხომ არ იყო ქალებზე თავდასხმა სპეციალურად ორგანიზებული.აგრეთვე სამართალდამცავები სწავლობენ ვიდეორეგისტრატორით და მობილური ტელეფონებით გადაღებულ მასალებს.არის ვარაუდიც, რომ მრავალმა ქალმა თავდასხმის შესახებ არ აცნობა პოლიციას.


ანალოგიური ფაქტები მოხდა ჰამბურგშიც, პოლიციის ინფორმაციით თავდასხმა ქალებზე სანკტ-პაულის რაიონში მოხდა.არის ინფორმაცია თავდასხმების შესახებ შტუტგარტიდანაც.




0
902
6-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
902
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0