x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
20 პიკანტური ტატუ, რომლებსაც საბჭოთა პატიმრები იკეთებდნენ - რას ნიშნავდა ისინი?
image
სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვეტერანი, დანციგ ბალდაევი ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს, 1948 წლიდან 200 წლამდე, აგროვებდა ციხეში პატიმართა სხეულზე არსებული სვირინგებისა და მათი ისტორიების შესახებ ინფორმაციას. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე, ყველაზე შთამბეჭდავი ნიმუშის ფოტოებსა და მნიშვნელობის ახსნას.


1. პეტერბურგელმა ქურდმა, ზედმეტსახელად ანტონ ფარტოვიმ ეს ტატუ, 1913 წელს, 20 წლის ასაკში გაიკეთა საყვარელი გოგონას, ანას მიმართ საკუთარი გრძნობის აღსანიშნავად. ექვსი წლის შემდეგ გოგონა დაიღუპა. სამაგიეროდ ანტონის მკერდზე არსებული ტატუ დარჩა და მის ყველა შემდგომ ქალს ახსენებდა ანას მიმართ კაცის სამუდამო სიყვარულს.

image

2. ეს ტატუ ამშვენებდა თავგადაპარსული აქტიური ლესბოსელის მხარს.


image

3. ამ ტატუს მფლობელი ძარცვებისა და თავდასხმების გამო გასამართლებული ქალი იყო. მომხიბვლავი ქალბატონი გაიცნობდა ხოლმე მამაკაცს, შეიტყუებდა უაცრიელ ადგილზე, იქ კი მას მძარცველები ესხმოდნენ თავს. ამის გამო ქალბატონს 1993 წელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

image

4. მოღუშული ხოტაბიჩი უზამაზარი ყალიონით გარშემომყოფებს ამცნობს, რომ მისმა მფლობელმა დანაშაული ჩაიდინა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ყოფნისას.

image

5. ამ პიკანტური ტატუს მფლობელის თქმით, სკკპ-ში ერთ დროს მუშაობდნენ სპეციალური თანამშრომლები, რომლებიც აკმაყოფილებდნენ პარტიული ჩინოვნიკების ცოლებს იმ დროს, როცა თავად პარტიული ავტორიტეტები დახურულ აგარაკებზე ე.წ. "გოსპროსტიტუტკებთან" ერთობოდნენ.

image

6. ეს უჩვეულო ტატუ დატანილი ჰქონდა ორჯერ ნასამართლევ ქალს, რომელიც 50-იან წლებში ქალთა გამოსასწორებელ კოლონიაში იჯდა. ეს არის ავტოავარიაში დაღუპული მეგობრის სახსოვრად.

image

7. გასაკვირი არ არის, რომ ამ ტატუს მატარებელს დიდად არ უყვარდა სსრკ. 1941 წელს დაობლებული ახალგაზრდა კრიმინალურ სამყაროში აღმოჩნდა. 14 წლისა ძარცვის გამო კოლონიაში მოხვდა. იქიდან გაიქცა და ისევ რკინიგზაზე ძარცვას მიჰყო ხელი. კანონიერმა ქურდებმა "ფედია-ვაგონი" შეარქვეს.

image

8. ეს ტატუ 1979 წელს არის ქურდის სხეულიდან კოპირებული. მისი საშუალებით მფლობელი ცდილობდა გარშემომყოფთათვის აეხსნა, რომ ქურდად მხოლოდ იმის გამო იქცა, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო.

image

9. 60-იანი წლები. ასეთი ანტიკომუნისტური კარიკატურული ტატუები ხშირი იყო. კონკრეტულად ეს ტატუ დატანილი ჰქონდა პატიმარს, რომელმაც რეჟიმის დარღვევა გაბედა. ზოგ ციხეებში მსგავს ტატუებს ქირურგიული ჩარევის საშუალებით აშორებდნენ.

image

10. როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირში დოლარის ყიდვა-გაყიდვა კანონით ისჯებოდა. ეს სვირინგი კი მკერდზე ჰქონდა დატანილი პატიმარს, რომელიც ვალუტის გადაცვლის გამო იქნა გასამართლებული.

image

11. გორბაჩოვის პოლიტიკური კარიკატურით დუნდულის მოხატვა მოისურვა პატიმარმა, რომელიც 1993 წელს წვრილმანი ხულიგნობის გამო ჩასვეს.

image

12. ამ ტატუს მფლობელი 1994–1996 წლებში ჩეჩნეთის ომის მონაწილეა. სვირინგის განთავსებისთვის მანაც უკანალი აირჩია, რითაც აბანოში ყოფნისას იპყრობდა გარშემომყოფთა ყურადღებას.

image

13. ამ ტატუში კი ალბათ არაფერია ასახსნელი, ყველაფერი ისედაც ნათელია.

image

14. ეს ტატუ "ამშვენებდა" მუცელს ქალისას, რომელიც უფროსი დის ქმრის მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი 1968 წელს. მოკლული იყო ლოთი და მთელ ოჯახზე ძალადობდა ხოლმე, თუმცა, ოჯახურ ფოტოზე საკმაოდ ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ხოლო აბრევიატურა «ОМУТ» ნიშნავს: «От меня уйти трудно» ("ჩემგან თავს ადვილად ვერ დაიძვრენ").

image

15. როგორ მოცემული ტატუს მფლობელი აღნიშნავს, ამ სვირინგში დაშიფრულია მისი მიმართვა კაცობრიობისადმი: "მე ვარ ქურდი-რეციდივისტი. მე არ მაქვს იმის საშუალება, რომ სინდისი შევინახო." საერთოდ, კატა ავტორიტეტული ქურდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სიმბოლოდ ითვლება. იგი განასახიერებს მოქნილობას და ქურდულ წარმატებას.

image

16. 60-იანი წლების პოპულარული ტატუ. მისი მიზანია შეაშინოს მოსაუბრე და ყველას გააგებინოს, რომ მისი მფლობელი პატიოსანი რეციდივისტია, რომელიც არავის დაინდობს ქურდული იდეისთვის ბრძოლაში.

image

17. ფაშისტური ანტისემიტური სვირინგი. ხშირად იკეთებდნენ ციხის რეჟიმის დამრღვევები 50-60-იან წლებში. ციხის ადმინისტრაცია ძალიატ შლიდა მათ ქირურგიული ჩარევის გზით, გაუტკივარების გარეშე.

image

18. ეს სვირინგი კოპირებულია 60-იან წლებში სახელმწიფო ქონების მოპარვისთვის გასამართლებული ჩვეულებრივი ქურდის სხეულიდან. ხოლო დატანილი იქნა იგი ასევე პატიმრობაში მყოფი მხატვრის მიერ, რომელიც მაღაზიის ჩეკების გაყალბებაში იყო ბრალდებული.

image

19. მოცემული ტატუ გამოსახული იყო 80-იან წლებში წვრილი ხულიგნობისთვის ბრალდებულის სხეულზე. მისი მფლობელი გასამართლებული იყო ოქტომბრის რევოლუციის მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილი დღესასწაულის დროს დროშებისა და ტრანსპარენტების ჩამოხევის გამო.

image

20. შეურაცხმყოფელი სვირინგი, რომელიც ძალით იქნა ამოტვიფრული მცირეწლოვანთა არაერთგზის გაუპატიურებაში ბრალდებულის სხეულზე. ტატუ თითქმის 70 წლის წინ არია გაკეთებული, მაგრამ ციხეებში ამგვარ პატიმრებს დღესაც დაღავენ ძალით მსგავსი ტატუებით.


image



6
12149
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
12149
  
2018, 14 აგვისტო, 22:06
ამ ტატუებზე უფრო გოიმური რა შეიძლება იყოს.
2017, 24 მარტი, 10:34
საინტერესო ტატუებია :-))
2017, 13 მარტი, 10:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 30 დეკემბერი, 13:50
ჩემთვისაც აღმოჩენა იყო და დამაინტერესა. გმადლობ.
2015, 30 დეკემბერი, 13:46
ძალიან საინტერესო. მაგარი და უჩვეულო სტატიააა..რათქმაუნდა ესეც გავაზიარე
0 1 6