x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რატომ არის ზოგ ქვეყანაში მოძრაობა მარცხნივ, ზოგში კი - მარჯვნივ - დაფიქრებულხართ?
მარჯვენა და მარცხენა მხარეს მოძრაობა უკვე არაერთი ათწლეულია თავსატეხს უჩენს როგორც ავტომწარმოებლებს, ასევე მძღოლებს. ეს უკანასკნელნი საზღვარგარეთ გასწვლისას, იძულებულნი არიან "გადაეწყონ" და იარონ სხვა მხარეს. მაინც რა არის ამ განსხვავების მიზეზი? ქვემოთ სწრედ ამის ახსნას შევეცდებით.


image

დღეს მარჯვენა მხარეს მოძრაობა მსოფლიოში ქვეყნების 75%-ისთვის არის ნორმა.



image

თუმცა დიდი ხნის მანძილზე მარცხენა მხარეს მოძრაობა სჭარბობდა. ამის მიზეზი კი იყვნენ... ცხენები.



image

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ როცა გზებზე ძირითადად საცხენოსნო ტრანსპორტი მოძრაობდა, ადამიანები მარცხენა მხარეს დადიოდნენ.


საქმე ის არის, რომ მემარჯვენეებისთვის ცხენის ტარება მარცხენა მხარეს უფრო მოსახერხებელი იყო. ამას გარდა, მეომრების უმეტესობას მარჯვენა ხელში ხმალი ეჭირა, ამიტომ გზის მარცხენა მხარეს მოძროაბა მთთვის უფრო მოხერხებული იყო.

ძველი ბერძნები, ეგვიპტელები და რომაელებიც ეტლებს გზის მარცხენა მხარეს მიაქანებდნენ.

როცა რამდენიმე ასწლეულის შემდეგ გზებზე დიდი რაოდენობით ეტლი გამოჩნდა, მარცხენა მხარეს მოძრაობა საკანონმდებლო დონეზე დამტკიცდა. მემარჯვენე მეეტლეებისთვისაც უფრო მოსახერხებელი იყო მარცხნივ სიარული, რადგან მარჯვენა ხელში მათრახი ეჭირა და იმ შემთხვევაში, თუ მარჯვნივ იმოძრავებდა, იქმნებოდა საშიშროება, რომ აღნიშნული "იარაღი" ღობეებს ან ბუჩქებს წამოდებოდა ან კიდევ ქუჩის კიდეზე ფეხით მოსიარულეებს მოხვედროდა.


image
ზუსტად ცნობილი არ არის, თუ რატომ გადავიდა ზოგიერთი ქვეყანა მარჯვენა მხარეს მოძრაობაზე. თუმცა არის ვარაუდი, რომ როცა მოდაში შემოვიდა მრავალცხენიანი ეტლები, მეეტლესთვის უფრო მოსახერხებელი გახდა უკანა მარცხენა ცხენზე ჯდომა. მაგრამ ასეთი მძიმე ეტლები ცუდად მანევრირებდნენ, ამიტომ XVIII საუკუნეში, ევროპული ქვეყნების უმრავლესობაში ოფიციალურად დაკანონდა მარჯვენა მხარეს მოძრაობა.


image

პირველ ავტომობილებში საჭე მარჯვნივ იყო განთავსებული, მაგრამ მძღოლები არჩევდნენ მარჯვენა მხარეს სიარულს. ამიტომ, ჰენრი ფორდმა საჭე და მძღოლის სავარძელი მარცხნივ გადაიტანა. მას შემდეგ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში არსებობს წესი: საჭე მარცხნივ - მანქანა მარჯვნივ.


რამდენადაც აშშ მაქანების წარმოებაში ლიდერია, ბევრმა სხვა ქვეყანამ გაიზიარა მისი გამოცდილება, ინგლისის კოლონიები კი იმპერიის ერთგულნი დარჩნენ.


მხოლოდ მე-20 საუკუნეში კანადა, იტალია, ესპანეთი, სკანდინავია და ზფრიკის ზოგიერთი ქვეყანაც გადავიდა მარჯვენა მხარეს მოძრაობაზე.

ასევე საინტერესოა:

1. როგორ გავწმინდოთ მანქანის გაყინული მინა - უმარტივესი მეთოდი მძღოლებისთვის

2. როგორ დავიცვათ სიცივეში მანქანის მინები დაორთქვლისგან - 7 უმარტივესი ხერხი

3. როგორ ავირჩიოთ ტრანსპორტში ყველაზე უსაფრთხო ადგილი - ეს უნდა ვიცოდეთ!
4. რომელი მოდელის და რა ფერის მანქანებია ყველაზე სახიფათო



1
7449
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
7449
  
2020, 2 დეკემბერი, 13:59
კარგი სტატიაა, დასაწყისით, თუმცა ისიც ცნობილი ფაქტია რატომ გადავიდნენ მარჯვენაზოლიან მოძრაობაზე. ნათია როგორც აღნიშნეთ მხედრები ცხენით მოძრაობისას იმიტომ მოზრაობდნენ მარცხენა ზოლში, რადგან მარჯვენა მხარეს ეკიდათ ხმალი და ასევე საწინააღმდეგო მხრიდან მოძრავი მხედრის მარჯვენა ხელი ეკონტროლებინათ.
ნაპოლეონ ბონაპარტი იყო ცაცია და მან საფრანგეთში დაამკვიდრა მარჯვენა ზოლში მოძრაობა, რადგან მარცხენა ხელი ეკონტროლებინა მოწინააღმდეგის.
შემდგომში როდესაც ინგლისში ოფიციალურად დაკანონდა ავტომობილების მარცხენა ზოლში მოძრაობა, საფრანგეთმა, როგორც ინგლისის მოწინააღმდეგემ ყველა ასპექტშსი, დააკანონა მათი საპირისპირო მძრაობა მარჯვენა ზოლში. ასევე ამერიკამ, რომელიც უკვე ინგლისისგან თავისუფალი ქვეყანა იყ დააკანონა მათი საწინააღმდეგო, კანადამ საფრანგეთს მიბაძა, რუსეთშიც ფრანგულის უფრო მეტი გავლენა იყო, შესაბამისად მთელმა ევროპის კონტინენტმა აირჩია ფრანგული მოდელი და ინგლისური, ანუ მარცხენა ზოლში მოძრაობა მხოლოდ ინგლისის კოლონიებში დარჩა. იაპონიაში თავიდან მარჯვენაზოლიანი მოძრაობა იყო, ხოლო შემდეგ თუ არ ვცდები 1920 ია წლებში ინგლისთან გაფორმებული სავაჭრო და სხვა შეთანხმებების შემდეგ გადავიდნენ მარცხენაზოლიან მოძრაობაზე, ასევე ინგლისმა იმ დროს შეიყვანა დიდი რაოდენობით ავტომობილები და ეს იყო ამის მიზეზი.
0 1 1