x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
როგორ გამოვააშკარავოთ მატყუარა სახეზე და თვალებზე დაკვირვებით
image
იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა გამოააშკარავოთ მატყუარა, ძალიან გამოგადგებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამისათვის საჭიროა გაიგოთ ტყუილის ნიშნები და ცოტა ივარჯიშოთ კიდეც. მაგრამ დამერწმუნეთ არ ინანებთ:


image
1. დააკვირდით მიკროექპრესიებს: მიკროექპრესია მაშინ ვლინდება სახეზე, როდესაც ადამიანი თავისი ემოციის დამალვას ცდილობს. ის წამის მეხუთედი გრძელდება.

როგორც წესი, როდესაც ადამიანი იტყუება, მისი ემოცია არის მწუხარების გამომხატველი.წარბები იჭმუხნება და მათ შორის წარმოიქმნება ნაოჭები.


image
2. დააკვირდით ცხვირზე შეხებას და პირის დაფარვას: მამაკაცებს ცხვირში აქვთ ქსოვილი, რომელიც მაშინ ეფხანებათ, როდესაც ტყუიან. როდესაც ადამიანი იტყუება, მაშინ მისი ხელი პირთან ახლოსაა. ისე, თითქოს ცდილობს პირის დაფარვას. როდესაც ტუჩები დაძაბული და შეჭმუხნულია, მაშინ პიროვნება დამწუხრებულია.



image
3. დააკვირდით ადამიანის თვალის მოძრაობას: თუ ადამიანი მემარჯვენეა, მაშინ როდესაც ის იხსენებს რაიმეს, მისი თვალები მოძრაობს მაღლა და მარცხნივ. მაშინ, როცა იტყუება, თვალები მოძრაობს მაღლა და მარჯვნივ. ამის შებრუნებული მცნება მოქმედებს მემარცხენეებზე. ასევე, ადამიანი უფრო მალ-მალე ხუჭავს თვალებს, მაშინ, როცა იტყუება. ძირითადად მამაკაცები, თვალს იფხანენ ტყუილის დროს.


image
4. დაუკვირდით თვალის კონტაქტს: არსებობს შეხედულება, რომ როდესაც ადამიანი იტყუება, ის მოსაუბრეს თვალს არიდებს, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. როდესაც ადამიანი ფიქრობს ან გულწრფელად საუბრობს, შეიძლება საერთოდ არ უყურებდეს მოსაუბრეს თვალებში და რაიმე უმოძრაო საგანს მიაშტერდეს. როდესაც ადამიანი იტყუება, ის მოსაუბრესთან თვალის კონტაქტს აძლიერებს, რათა დარწმუნდეს, რომ მისი სჯერათ.

3
3578
7-ს მოსწონს
ავტორი:ნანო ბლიაძე
ნანო ბლიაძე
3578
  
2015, 8 აგვისტო, 22:36
აქ ვარ :)
2015, 8 აგვისტო, 22:35
კიდევ რამდენიმე ახალი სტატია იქნება შენს საყვარელ თემაზე ^–^ :)))
2015, 8 აგვისტო, 22:31
ჩემი საყვარელი თემაა,
0 1 3