x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134541
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
მალე მამონტები გამოჩნდებიან დედამიწაზე

image

გენეტიკოსმა ჯორჯ ჩერჩმა, ჰარვარდის უნივერსიტეტიდან, განაცხადა, რომ ახლო მომავალში, დაახლოებით, 7-10 წელში, მოხდება მამონტების გაცოცხლება. ანუ სიცოცხლეს დაუბრუნებენ 10-12 000 წლის წინ ამოწყვეტილ ცხოველებს და დედამიწაზე ისევ გაჩნდებიან ბეწვიანი “სპილოები".
imageწელს, ჩერჩის ლაბორატორიაში დასრულდა, 2007 წელს, ციმბირში ნაპოვნი, ათასწლეულების მანძილზე გაყინული, პატარა მამონტის დნმ-ის აზიური სპილოს გენომში “ჩანერგვის" პროცესი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შემდგომში, სპილოს გენომს იმდენად შეცვლიან, რომ შეძლებენ, თანამედროვე სპილოსგან, ბეწვიანი ჰიბრიდის მიღებას.

მეცნიერების მიზანია, როგორც თავად ამბობენ, არა გასართობი, ე. წ. "იურული პერიოდის პარკის" შექმნა, არამედ, აზიური სპილოს ბინადრობის არეალის გაზრდა. დღეს აზიური სპილოები გადაშენების პირას იმყოფებიან და მეცნიერებს უნდათ "ყინვაგამძლე" სპილოს გამოყვანა, რომელიც ჩრდ. ამერიკის და რუსეთის ტუნდრასა და ტაიგაში შეძლებს ცხოვრებას.

0
952
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
952
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0