x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
გამოვიდა აპლიკაცია სმარტფონებისთვის,რომელიც ადამიანის სიკვდილის მიზეზს ადგენს

image

ავსტრალიელმა მედიკოსებმა და პროგრამისტებმა შექმნეს უნიკალური აპლიკაცია სმატრფონებისთვის და მობილურებისთვის, რომელსაც შეუძლია განსაზღვროს ადამიანის გარდაცვალების ზუსტი დრო და მიზეზი.


სტატისტიკის მიხედვით მსოფლიო მასშტაბით ყოველი მეორე ადამიანის გარდაცვალების მიზეზი უცნობი რჩება ნათესავებისთვის, სოციალური თუ ჯანმრთელობის დაცვის მუშაკებისთვის.ოფიციალურად მსოფლიოს 180 ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკა, სადაც საუბარია ადამიანის გარდაცვალების დროსა და ზუსტ მიზეზებზე.


ალან ლოპესმა(Alan Lopez) და მისმა კოლეგებმა მელბურნის უნივერსიტეტიდან ამ პრობლემასთან ბრძოლის არაჩვეულებრივი მეთოდი გამოიგონეს, იუწყება ჟურნალი BMC Medicine.


image

მათ შექმნეს არაჩვეულებრივი აპლიკაცია მობილურისათვის.ე.წ. "ჯიბის პათოლოგანატომი."


ლოპესის განცხადებით, მსგავსი პროგრამის შექმნის მიზეზი იყო ის, რომ მრავალ განივათარებად (ზოგიერთ მაღალგანვითარებულ ქვეყანაშიც კი)და დუხჭირ ქვეყნებში ძირითადად ნათესავებისთვის უცნობი რჩება ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.


სიკვდილის მიზეზი ოფიციალურად მედიკოსებმა უნდა დაამტკიცონ, რაც დამატებით ხარჯებს და დროს ითვალისწინებს, ან უბრალოდ ბევრ ღატაკ ქვეყანაში ფიზიკურად ხელმისაწვდომი არაა ექიმი, ამის გამო ნათესავებისთვის უცნობი რჩება მათი ახლობელი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.


აპლიკაცია შემდეგი პრინციპით მუშაობს:თავიდან ნათესავებმა უნდა გასცენ პასუხი 10 მარტივ კითხვას, რომელიც გარდაცვლილის ავადმყოფობის ისტორიას შეეხება.შემდეგ მისი ფოტო მედიკოსების სერვერზე უნდა გადაიგზავნოს.იქ სურათს და ავადმყოფზე ინფორმაციას გაანალიზებს სპეციალურად შემუშავებული ალგორითმები, რომელიც ითვალისწინებს იმ რეგიონსაც და სამედიცინო სიტუაციასაც სადაც ცხოვრობდა გარდაცვლილი."ვირტუალური გაკვეთის" შედეგების პასუხს რამდენიმე წამში იღებენ ნათესავები.


ლოპესის განცხადებით აპლიკაცია წარმატებულად გამოცადეს უკვე რამდენიმე ქვეყანაში.მათ შორისაა:ინდოეთი, ფილიპინები, მექსიკა, ტანზანია, ჩინეთი, შრი-ლანკა და ახალი პაპუა-გვინეია.


image

0
136
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0