x
მეტი
  • 17.05.2024
  • სტატია:134716
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509039
მკურნალობა ნარკოტიკებით

მკურნალობა ნარკოტიკებით

ასეთი მკურნალობის გამო, დღეს, აუცილებლად დააპატიმრებენ, ექიმსაც და პაციენტსაც. მაგრამ იყო დრო, როდესაც ნარკოტიკები ჩვეულებრივ მედიკამენტებად ითვლებოდა და მათ რეკლამასაც კი უკეთებდნენ.

image

ჰეროინი

მკურნალობა ნარკოტიკებით

მეოთხედი საუკუნის მანძილზე, ეს ფხვნილი, გაციების, ხველების, ფილტვების ანთების და ტუბერკულიოზის სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა. მისი წარმოება XIX საუკუნის ბოლოს Bayer Pharmaceutical Products კომპანიამ (გერმანია) დაიწყო და თავისი აღმოჩენით ძალიან ამაყობდნენ. თვლიდნენ, რომ ჰეროინს შეეძლო მორფინის და კოდეინის ჩანაცვლება, რომლებსაც სიკეთესთან ერთად, ზიანიც მოჰქონდათ. თუმცა, მალევე გაირკვა, რომ ადამიანები მკრნალობის შემდეგ, მასზე დამოკიდებულები ხდებოდნენ. მიუხედავად ამისა, ჰეროინის წარმოება არ შეჩერებულა და Bayer ფარმაცევტული კომპანია, მთელს მსოფლიოს ამარაგებდა აღნიშნული პრეპარატით. მთავარი შემსყიდველი კი აშშ იყო.

image

ქლოროფორმი

მკურნალობა ნარკოტიკებით

დღევანდელი გადასახედიდან, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ადამიანები ერთმანეთს იმაში ეჯიბრებოდნენ, თუ ვინ უფრო მეტად მოიწამლავდა ორგანიზმს. ისევე როგორც ჰეროინი, ქლოროფორმიც გამოიყენებოდა ხველების და ბრონქიტის სამკურნალოდ. ამ “წამალს" ასთმით დაავადებულებსაც უნიშნავდნენ და მიუხედავად უამრავი ფატალური შემთხვევისა, ის მაინც სამკურნალო საშუალებად ითვლებოდა 1976 წლამდე.

image

მორფინი

მკურნალობა ნარკოტიკებით

«დამამშვიდებელი სიროფი» ბაზარზე 1849 წელს გამოჩნდა. ითვლებოდა, რომ არ იყო უკეთესი საშუალება ბავშვების დასაწყნარებლად, ვიდრე ეს სიროფი. შუშაში მოთავსებული, ნატრიუმის კარბონატის და ამიაკის ნარევი სახიფათო არ იყო, რომ არა მასში შერეული 65 მგ. მორფი. დროთა განმავლობაში, ექიმების ყურადღება მიიქცია, პატარა ბავშვებში, სიკვდილიანობის გახშირებამ. 1911 წელს, რამოდენიმე სასამართლო გარჩევის შემდეგ, მორფინი «ბავშვების მკვლელად» აღიარეს. მაგრამ მიუხედავად განაჩენისა, სიროფი 1930 წლამდე თავისუფლად იყიდებოდა.

image

ოპიუმი

მკურნალობა ნარკოტიკებით

1676 წელს ალკოჰოლური სასმელი, რომელიც ოპიუმს შეიცავდა, გამოიყენებოდა, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება. მაგრამ, 1800 წლისთვის, ამ «სასმელით» უკვე ყველაფერს მკურნალობდნენ: კრუნჩხვებს, ყვითელ ცხელებას, ჩვილების პრობლემებს და ა. შ. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, მსგავსი “წამლები" დღესაც იყიდება მსოფლიო ბაზარზე.

image

მეტამფეტამინი

მკურნალობა ნარკოტიკებით

ეს პრეპარატი დეპრესიის სამკურნალოდ გამოიგონეს, მაგრამ სინამდვილეში, ის უფრო უღრმავებდა ადამიანებს დეპრესიას და თვითმკვლელობამდე მიჰყავდა ისინი. გარდა ამისა, უამრავი უკუჩვენებაც ჰქონდა: ანორექსია, პრობლემები გულთან დაკავშირებით, ჰიპერტონია, გულის შეტევები. ამას ისიც ემატებოდა, რომ მეტამფეტამინი იწვევდა ყველაზე ძლიერ ნარკოდამოკიდებულებას, ყველა სხვა ნარკოტიკთან შედარებით.

1
349
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
349
  
2015, 15 დეკემბერი, 17:50
რედუქსინი,რო იყიდება,გასახდომი საშუალება,სიბუტრამინია შიგ.ერთ ერთი მთავარი კომპონენტი....და ძლიერი ნარკოტიკი..... იყიდება ურეცეპტოდ
0 1 1