x
image
მანჩო 777
"ძალიან ნიჭიერი კი არ იყო - გენიოსი იყო" - სერგი კაპანაძე დავით ჭოჭუას შესახებ
საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი სერგი კაპანაძე მეგობრის, საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის დავით ჭოჭუას გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ფეისბუკის საკუთარ გვერდზე მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:


image


"ძალიან ნიჭიერი კი არ იყო - გენიოსი იყო. სამშობლო ძალიან უყვარდა და ყველაზე სწორი ღირებულებები გააჩნდა. ტიპიური განმანათლებელი იყო. სულ მხიარული, მზრუნველი და პოზიტიური. უზომოდ ნაკითხი და ფენომენალური მეხსიერების მქონე. 25 წლიდან ლექციებს კითხულობდა და უსაფრთხოების, ტერორიზმის, საგარეო პოლიტიკის, ევროკავშირის და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობების მისნაირი მცოდნე მე არ შემხვედრია. სხვაგან რომ დაბადებულიყო, ჰარვარდის ან ოქსფორდის პროფესორი იქნებოდა. მერე ალბათ საგარეო საქმეთა მინისტრი ან პრემიერ მინისტრი. რამის სწავლას რომ დაიწყებდა, ბოლომდე მიიყვანდა. "დასპეცდებოდა". ერთხელ ძაღლებზე დაწერა წიგნი და მისნაირი კინოლოგი ცოტა მინახავს. თუ რამე თემა არ იცოდა (მაგ. ფეხბურთი), არ ნიშნავდა, რომ მისი ფენომენალური მეხსიერების, ლოგიკის და ნიჭის გამო სრულფასოვნად არ მიიღებდა მონაწილეობას დისკუსიაში.


image



ჩვეულებრივი გენიოსი იყო.. როცა გაზეთ "24 საათში" ერთად ვმუშაობდით, ერთხელ ხუთი ჟურნალისტი და თარჯიმანი ჩაანაცვლა ერთი დღით და ნომერი მაინც გამოვიდა. ხუთი ადამიანის საქმე ისე შეითავსა, თითქოს კონვეიერი იყო. შეგეძლო დარწმუნებული ყოფილიყავი, რომ საქმეს აუცილებლად გაართმევდა თავს. უშეცდომოდ მუშაობდა. გენიალურად წერდა. ნებისმიერ ენაზე. "რა? სად? როდის?" - ში მანამდე ვნახე, სანამ დავმეგობრდებოდით და აღფრთოვანებული დავრჩი აზროვნების სისხარტით. ეს პირველ კურსზე იყო. მერე ერთად ვითამაშეთ 17 წელი... და მისი ყოველი თამაში ზუსტად ისე აღმაფრთოვანებდა, როგორც ის პირველი - ტელევიზორში ნანახი.


როცა ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი გახდა საგარეოში, ყველამ ვიცოდით, რომ ეს მისი დიდი და წარმატებული კარიერის მხოლოდ დასაწყისი უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ, ყველა მწარედ ვცდებოდით. ინგლისური იცოდა მათზე უკეთ, ვისი მშობლიური ენაც ინგლისურია. როცა ახალ სიტყვას გაიგებდა, უხაროდა.

ჟამსას მოცალეობისას ფენტეზის ჟანრის რომანი დაწერა! უაღრესად ღრმა და საინტერესო. ზოგი მხოლოდ ფენტეზის ერთ რომანს ანდომებს მთელ სიცოცხლეს. ის კი პარალელურად წარმატებული დიპლომატი და ოთხი უნივერსიტეტის ლექტორი იყო.
და მხოლოდ 33 წლის იყო!
ჩემს უახლოეს მეგობარზე, დათო ჭოჭუაზე ვამბობ.


image

რამდენიმე თვის წინ მისი მეჯვარე ვიყავი. ახლა კი ის აღარ არის. მისი გენიალურობა კი იმაშია, რომ ამ პატარა ბიჭმა ყველა მისი ნაცნობი აატირა და ყველას დაწყვიტა გული.
ნათელში იყავი იმ სამყაროში, მეგობარო!"- ამ სიტყვებით ასრულებს ემოციურ პოსტს სერგი კაპანაძე.

0
116
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
116
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0