x
image
K.P.
"შენ ხარ ჩემი მეორე ნახევარი ან პირველი, მიყვარხარ არაამქვეყნიურად!"-ვის მიუძღვნა გულისამაჩუყებელი პოსტი მარიამ როინიშვილმა?
image
მომღერალი მარიამ როინიშვილი სოციალურ ქსელში გულისამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს. "დღეს არის ადამიანის დაბადების დღე, რომელის არსებობაც ფასდაუდებელია!!!

კოკო შენ ხარ ჩემი მეორე ნახევარი ან პირველი. ზუსტად არ ვიცი. მადლობა ჩვენს მშობლებს რომ შენი თავი პირადად მე მაჩუქეს! მადლობა კო რომ ასეთი ხარ, მადლობა რომ შენი გადადგმული ყველა ნაბიჯით მე ყველაზე ამაყი ვარ! მადლობა რომ ჩემთან ხარ ყოველთვის და მადლობა რომ ჩემ ძმად დაიბადე. მთელი ცხოვრება განუყოფლები ვიქნებით მე და შენ!!! მიყვარხარ არაამქვეყნიურად!!!!! (სურვილებს მერე გეტყვი)"-ასე ულოცავს ძმას დაბადების დღეს მარიამი. მისმა ამ სიტყვებმა ბევრს აუჩუყა გული.image

ყველასათვის ცნობილია, რომ მარიამსა და კოკოს განსაკუთრებული და-ძმობა აკავშირებთ. მათ შორის ასაკობრივი სხვაობის სიმცირის გამო კლასელები იყვნენ და ტყუპებივით იზრდებოდნენ. კოკომ საკუთარი დის საპატივცემულოდ ქალიშვილს მარიამი დაარქვა.

მარიამს რძალთან ანი იმნაძესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. "ანისა და მარიამის ურთიერთობაში რძალმულობა არაფერ შუაშია. არაჩვეულებრივი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან, მარიამმა გაცნობის დღიდან ანი თავისიანად მიიღო და ანალოგიურად ანიმაც. იუმორი არც ერთს არ აკლია, ერთი რომ რაღაც „საშინელებას“ იტყვის, მეორეც ძალიან ჩვეულებრივად აჰყვება ხოლმე და მინდა გითხრა, რომ ყველაზე კარგად მათ საზოგადოებაში ვერთობი"-ამტკიცებს კოკო.image


შეგახსენებთ, რომ მარიამ როინიშვილის ყოფილი მეუღლე კოკოს ახლო მეგობარი გახლდათ. სამწუხაროდ წყვილი დაშორდა, თუმცა მათ ერთი ქალიშვილი ელენე ჰყავთ. მარიამი დედობამ ძალიან შეცვალა. ამ ეტაპზე შვილსა და კარიერაზე ზრუნავს, პირადი ცხოვრების სესახებ კი არაფერს გვიმხელს.image

0
1121
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0