x
image
K.P.
"ყველაზე მაგარი საჩუქარია რაც კი მიმიღია"-სიურპრიზი, რომელმაც ნანუკა ჟორჟოლიანი აატირა (+ვიდეო)

image
ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი უკვე წლებია პოპულარობას არ კარგავს. საზოგადოებას მუდამ აინტერესებს მისი პირადი ცხოვრება, თუ მოსაზრებები. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. საახალწლოდ ნანუკას საკუთარი შოუს შემოქმედებითმა ჯგუფმა სიურპრიზი მოუწყო. გახარებულმა ჟურნალისტმა კი ცრემლები ვეღარ შეიკავა. ამ ყველაფრის ამსახველი ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელში ვრცელდება. "ჩემმა თანამშრომლებმა ამირანში მისვლა მთხოვეს. ჩაბნელებულ და ცარიელ დარბაზში. ვაპროტესტებდი გაურკვეველ თხოვნას, მაგრამ ყველაფერი გასაგები გახდა, როცა დიდ ეკრანზე დათო ლაბაძე დავინახე. ვიჯექი მარტო, ცარიელ დარბაზში და ვგრძნობდი, როგორი ბედნიერი ვიყავი. ეს არის ყველაზე მაგარი საჩუქარია რაც კი მიმიღია. არაფერია იმაზე მაგარი, როცა გუნდი, რომელთან ერთადაც შვილივით საყვარელ საქმეს აკეთებ, გეუბნება რომ უყვარხარ.

არ მჩვევია საჯაროდ საკუთარი გუნდის ქება, ეს საქმით ჩანს ყოველთვის, მაგრამ ამჯერად უნდა ვთქვა. მიყვარხართ ბავშვებო და რა მაგარია რომ თქვენ ხართ ნანუკას შოუ"-წერს ნანუკა სოციალურ ქსელში.

ჟურნალისტი ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მან წონაში საგრძნობლად დაიკლო და შესანიშნავ ფორმაშია. აქტიურად განიხილავენ ნანუკას პირად ცხოვრებას. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ქმარს, ირაკლი კოდუას დაშორდა. "უბრალოდ მივხვდით, რომ აღარ გვაქვს ის პირადი, რაღაცნაირი ემოციური ურთიერთობები, თავგადასავალი. ყველა თავგადასავალი ოდესმე სრულდება. ჩვენი თავგადასავალი ასე დასრულდა"-ამტკიცებს ჟურნალისტი.image

0
1389
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0