x
image
K.P.
ქეთა თოფურია: "ერთი გაძრომისთვის ოჯახს არ დავანგრევ, ჭკუა უნდა იხმაროს ქალმა"

image
ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია უკვე 10 წელია ჯგუფ "ა სტუდიოს" სოლისტია. ის რუსულ შოუბიზნესში საკმაოდ ცნობადი და გამორჩეული სახეა. მაყურებელმა საქართველოდან ჩასული ახალბედა მომღერალი მალევე მიიღო და შეიყვარა. ქეთამაც ადვილად მოახერხა თავის დამკვიდრება და გარემოსთან შეგუება.

ქეთა დაქორწინებულია ებრაელ ბიზნესმენზე ლევ გეიხმანზე. წყვილს სამწლიანი რომანი აკავშირებდა. ლევ გეიხმანი კარგი ადამიანი გამოდგა, ქეთა ხშირად აღნიშნავს, რომ მის მეუღლეს ქართული მენტალიტეტი აქვს. როდესაც მომღერალის მამა, ანდრო თოფურიძე გარდაიცვალა ლიოვა ქეთას დედასთან მივიდა და დახმარება შესთავაზა. ის ტრადიციული ოჯახიდანაა, დედამისი უცხოენების სპეციალისტია, მამა კი აკადემიკოსი. მათ ოჯახს ცოტა ხნის წინ ახალი წევრი, პატარა ოლივია შეემატა. "ყოველ სამ საათში ერთხელ მიწევს გაღვიძება. წყნარი ბავშვია, არ ჭირვეულობს, კარგად ჭამს. დედაჩემიც აქ არის, ძიძაც გვყავს და ყველა ამ პატარას დავფუფუნებთ"-გვიამბობდა მომღერალი.

ქეთა "ახალი ხმის" გამო ცოტა ხნის წინ საქართველოში დაბრუნდა. ქალიშვილი კი განსაკუთრებულად ენატრება.
image
დაანგრევ თუ არა ღალატის გამო ოჯახს, ქეთას პასუხი ასეთია: "ყველა კაცი დაძვრება. ვერავინ ვერ დამარწმუნებს საწინააღმდეგოში. მთავარია, რომ ეს ინფორმაცია ჩემამდე არ მოვიდეს. თუ ინფორმაცია ჩემამდე მოვიდა, ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული როგორი ინფორმაცია იქნება. ერთი გაძრომისთვი ოჯახს არ დავანგრევ, ჭკუა უნდა იხმაროს ქალმა. თუ მივხვდი, რომ რომანებშია, არა იმიტომ რომ ვერ ვაპატიებ, თვითონ რაღად უნდა ქეთინო წავიდეს სხვასთან. წავიდეს არავინ უშლის, მთავარია მე ნუ გავიგებ და ვიგრძნობ ამას". image

0
1485
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0