x
image
მანჩო 777
"არ გაბედო სიკვდილი, სანამ ცოცხალი ხარ!"- გუგული მგელაძის ხსოვნას
ორიოდე წლის წინ "კვირის პალიტრის" ვებ-გვერდზე მისი შესანიშნავი ინტერვიუ დაბეჭდილა, ქალბატონი ლელა ჯიყაშვილის მიერ აღებული,
ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”-სათვის. მაშინ 85 წლის იქნებოდა ალბათ. ინტერვიუს ბოლოს ამბობს:


image


"– როცა ოჯახში დიდი უბედურება შეგვემთხვა, - გიო ავტოავარიაში მოხვდა ცოლ-შვილთან ერთად და მეუღლე დაეღუპა, ერთმა მეგობარმა მითხრა, ილოცეო. ვლოცულობდი, როგორც შემეძლო... ეკლესიაში ვერ მივედი - ეკლესიური ცხოვრება ვერ დავიწყე, მაგრამ ცხადია, მწამს... სული ხომ ვერავინ ახსნა, რა არის...
მახსენდება პავლე ინგოროყვა, რომელსაც ახალგაზრდობიდან ტუბერკულოზი ჰქონდა, იტანჯებოდა... მაშინ ამ დაავადებით იხოცებოდნენ, მაგრამ პავლე ამბობდა, სანამ სათქმელს არ დავამთავრებ, არ მოვკვდებიო და სულმა გადაარჩინა. ერთხელ ქვიშხეთში პირიდან სისხლი წასკდა, ვერ ვასწრებო, - დაიძახა!
მეც ვფიქრობ, კიდევ მინდა რაღაც გავაკეთო. თექვსმეტი წლის მერე გეპატიჟებით ასი წლის იუბილეზე... ასაკს ვერ ვგრძნობ... ხომ იცით, ქალი იმდენი წლისაა, რამდენისადაც გამოიყურება, მამაკაცი კი იმდენი წლისაა, რამდენისაც შეუძლია იყოს. რაღა დაგიმალოთ და მავიწყდება ჩემი ასაკი. ლამაზ ქალთან საუბარი მსიამოვნებს და არა მარტო საუბარი... სცენარს ვწერ, გადაღება მინდა. ადრე ორმოცდაათი წლის კაცს ვუყურებდი, ვფიქრობდი, რისი იმედი აქვს-მეთქი. მერე დრო გავიდა, ორმოცდაათს გადავაბიჯე. გაჩნდა შიშიცა და რწმენაც, რომ გავაკეთებ."


არ დასცალდა 100 წლისთავზე მასპინძლობა – ელდარ რიაზანოვისა არ იყოს (რიაზანოვიც ახლახანს გარდაიცვალა) – თუმცა, თავისი გასაკეთებელი რომ გააკეთა, თავისი სათქმელი თქვა –ამაში ვინ შეიტანს ეჭვს?! – "ფესვები" ხომ მარადიულ მწვერვალად დარჩება ქართული სინემას ანთოლოგიაში ( ჩემი აზრით, ერთი კი არა, ათი ოსკარი ეკუთვნოდა ამ ფილმის გადაღებისათვის).



დიდი ქართველი რეჟისორის, გუგული მგელაძის ხსოვნა – არ დავიწყებისა ყოფილიყოს, უფალმა გაანათლოს მისი უკვდავი სული!!!










0
64
6-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0