x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ევროპაში მუსლიმი მოსახლეობის რაოდენობამ 44 მილიონს მიაღწია

მუსლიმებიკვლევითი ცენტრის Pew-ს მონაცემებით, ევროპაში მუსლიმთა რაოდენობამ უკვე 44 მილიონს მიაღწია. ამის შესახებ Daily Mail-ი იუწყება.


ევროპაში ყველაზე მეტი მუსლიმი მოსახლეობა ჰყავს რუსეთს: 14 მილიონი მუსლიმი, რომელიც რუსეთის მთლიანი მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენს. ევროკავშირში კი მუსლიმთა რაოდენობა 19 მილიონია. ყველაზე დიდი მაჩვენებლები ამ მხრივ საფრანგეთსა და გერმანიაშია. ამ ქვეყნებიდან თითოეულში 4.7 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს, ხოლო დიდი ბრიტანეთში მუსლიმთა რიცხვი 2.9 მილიონია.


ქვეყნის მთელ მოსახლეობაში მუსლიმთა ფარდობითი წილის მიხედვით, პირველ ადგილზე საფრანგეთი დგას, სადაც მუსლიმი მოსახლეობა მთლიანი მოსახლეობის 7.5 პროცენტს შეადგენს. ნიდერლანდებში ეს მაჩვენებელი 6, ბელგიაში 5.9, გერმანიაში 5.8, ხოლო დიდ ბრიტანეთში 4.8 პროცენტს შეადგენს.


ევროკავშირის ქალაქებს შორის პარიზს ჰყავს ყველაზე დიდი მუსლიმი მოსახლეობა: 1.7 მილიონი ადამიანი.

0
335
შეფასება არ არის
ავტორი:რომან აზადოვი
რომან აზადოვი
335
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0