x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508598
ვინ იყო ალექსანდრე მაკედონელი? -"ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო"


image







ალექსანდრე მაკედონელი - ალექსანდრე დიდი, მაკედონელი ასევე ალექსანდრე III — მაკედონიის მეფე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მხედართმთავარი ისტორიაში, სიკვიდლამდე დაიპყრო იმ დროისთვის ცნობილი თითქმის მთელი მსოფლიო; მას ხშირად მოიხსენიებენ ჩინგის ყაენის, ნაპოლეონ ბონაპარტის, სიმონ ბოლივარის, ტიპუ სულთანის, გუსტავ II ადოლფის, ჰანიბალისა და იულიუს კეისარის გვერდზე, როგორც უდიდეს სამხედრო სტრატეგისტს და ტაქტიკოსს, რომელიც კი ოდესმე არსებობდა.



ბავშვობაში ალექსანდრე განებივრებული იყო აღმზრდელებით, თუმცა მის აღზრდას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენლეონიდასი და ლისიმაქოსი.ფილიპე ამას არ დასჯერდა და ალექსანდრეს მასწავლებლად მოიწვია პლატონის მოსწავლეარისტოტელე, რომელიც იმ დროის ყველაზე განათლებულ პიროვნებად ითვლებოდა. არისტოტელეც დათანხმდა. ცნობილია, რომ არისტოტელეს პატივსაცემად ფილიპემ თავიდან ააშენა მის მიერვე დანგრეულისტაგირე, არისტოტელეს მშობლიური ქალაქი.


როდესაც ალექსანდრე 16 წლის იყო, ფილიპე ბიზანტიონის ასაღებად გაეშურა და მაკედონიის რეგენტად თავისი შვილი დატოვა. ალექსანდრეს ეს დრო ფუჭად არ დაუკარგავს. მან შეუტია მედების ტომს და აიღო მათი მთავარი ქალაქი. შემდეგ იქიდან გაყარა მოსახლენი და მის ადგილას დააარსა ახალი კოლონია, ალექსანდროპოლისი. ფილიპემ დაბრუნების შემდეგ ალექსანდრე გაგზავნა სამხრეთ თრაკიაში, აჯანყების ჩასახშობად. ბერძნული ქალაქის პერინთუსისწინააღმდეგ ბრძოლაში ალექსანდრემ მამამისი სიკვდილს გადაარჩინა. ამ დროს ქალაქმა ამფისამ დაიწყო აპოლონისთვის შეწირული მიწების დამუშვება, რამაც საშუალება მისცა ფილიპეს ჩარეულიყო საბერძნეთის საქმეებში. თრაკიაში ყოფნის პერიოდში ფილიპემ, ბერძნული ქალაქების მხრიდან თავდასხმის შიშით, ალექსანდრეს დაავალა შეექმნა არმია. ალექსანდრემ ეს გამოიყენა ილირიელებზე თავდასასხმელად.



ფილიპე II მაკედონელს ალყა ჰქონდა შემორტყმული პერინტუსისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქალაქს სპარსეთის იმპერია ამარაგებდა, ალყა მოხსნა და საბერძნეთის დაპყრობა განიზრახა. მან მცირე დრო დაჰყო მაკედონიაში და შემდეგ მოულოდნელად დაიძრა სამხრეთისკენ. ძვ. წ. 338 წლის 2 აგვისტოს ორი არმია ერთმანეთს ქერონეიის ველზე გაუპირისპირდა ერთმანეთს. ფილიპეს მარჯვენა ფლანგი ებარა, ალექსანდრეს მარცხენა. შეუპოვარი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა ისე, რომ არცერთ მხარეს უპირატესობა არ მოუპოვებია. შემდეგ ალექსანდრემ იმისათვის, რომ თავისი სიმამაცე და გამბედაობა დაემტკიცებინა შეტევა წამოიწყო თებელებზე. ის პირველი ეკვეთა მტერს. ამ შეტევამ მოწინააღმდეგის რიგებში ხვრელი გააჩინა და არმია ორ ნაწილად დაჰყო. ბერძნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს და საბოლოოდ გაქცევით უშველეს თავს. ამ დროს კი ფილიპემ თავისი არმია თავიდან უკან დახია, შემდეგ კი მთელი ძალით ეკვეთა მტერს. ამ მანევრმა ათენელები დააბნია და მათაც უკან დაიხიეს. ალექსანდრემ 3 ათასამდე თბელი ჩაიგდო ტყვედ. აღსანიშნავია, რომ მან გაანადგურა თებელების "საღვთო რაზმი". ბრძოლის შემდეგ ფილიპემ ბერძნულ ქალაქ-სახელმწიფოებთან ზავი დადო და შექმნა კორინთოს ლიგა სპარსეთის იმპერიიის წინააღმდეგ საბრძოლველად.



ძვ. წ. 336 წელს ფილიპემ მოაწყო თავისი შვილი, კლეოპატრასი, რომლის დედაც იყო ოლიმპიადა და ოლიმპიადასივე ძმის, ეპიროსის მეფის, ალექსანდრეს ქორწილი. ფესტივალი ეგიაში გაიმართა. ფილიპეს ამით ოლიმპიადას შემორიგება უნდოდა, თუმცა ვერ შეძლო, რადგან მკვლელმა, პაუსანიამ ის სიცოცხლეს გამოასალმა. ფილიპეს სიკვდილის შემდეგ ტახტი მისმა 20 წლის შვილმა ალექსანდრემ დაიკავა.


მაკედონიაში ხშირად მოდიოდა ამბავი, ფილიპემ ესა და ეს ქალაქი აიღო და კიდევ ერთ ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვებაო. ალექსანდრე მაკედონელი ამ ამბებს მოღუშული ისმენდა და მეგობრებს ეუბნებოდა: "ყმაწვილებო, მამაჩემი ყველაფერს დაიპყრობს და მე აღარაფერს დამიტოვებს თქვენთან ერთადსაგმირო და ბრწყინვალე საქმეები რომ ჩავიდინო".


ალექსანდრეს არ სწამდა თავისი ღმერთობა და არც ამაყობდა ამით. მისი ღვთაებრივი წარმოშობის შესახებ გავრცელებულ აზრს იგი იყენებდა როგორც საშუალებას სხვა ხალხების დასამორჩილებლად.ალექსანდრე მაკედონელის საფლავს ამკობდა ეპიტაფია: "ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო".



0
6321
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
6321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0