x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
საინტერესო ფაქტები ალექსანდრე მაკედონელის შესახებ
image ალექსანდრე მაკედონელი მოღვაწეობდა 336-323 წლებში. იგი 20 წლის იყო, როდესაც მოიპოვა ძალაუფლება მაკედონიის სამეფოში. იგი აღზარდა გამოჩენილმა ფილოსოფოსმა არისტოტელემ. ძველი წელთაღრიცხვით 334 წელს დაიპყრო მცირე აზიის ნაწილი, 333 წელს სირია, ფინიკია და ეგვიპტე.

332-331 წლებში ეგვიპტეში დააარსა ქალაქი ალექსანდრია. 331 წელს გავგამელას ბრძოლაში დაამარცხა აქემენიანთა ირანის მეფე დარიოს მე-3. ამის შემდეგ ალექსანდრე მაკედონელმა ადვილად დაიმორჩილა მესოპოტამია, სპარსეთი, მიდია, ბაქტრეასა და სოგდიანეში, სადაც მას სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიეს. შემდეგ ალექსანდრემ ინდოეთში ილაშქრა.

imageმისი ჯარი ხანგრძლივმა ლაშქრობებმა დაღალა, გამოფიტა და ალექსანდრე იძულებული გახდა, მდინარე ინდუსიდან უკან სპარსეთის დედაქალაქ სუსაში დაბრუნებულიყო.

ძველი წელთაღრიცხვით 324 წელს სუსაში ალექსანდრემ გრანდიოზული ქორწინებით აღნიშნა თავისი ლაშქრობების დასასრული. მან 10000 ჯარისკაცი 10000 სპარს ქალზე დააქორწინა. ამ ქორწინებას სიმბოლური ხასიათი ჰქონდა და ბოლო ეღებოდა ევროპასა და აზიას შორის.


ძველი წელთაღრიცხვით 232 წელს ალექსანდრე მაკედონელი მალარიით გარდაი-ცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ ელინისტური სახელმწიფო დაიშალა. მის სარდალს დიადოსონი ეწოდა, მისი სარდლები დიდხანს ეცილებოდნენ ერთმანეთს პირველობას და საბოლოოდ საფლობელოების დანაწილებას დასჯერდნენ.

1
1085
5-ს მოსწონს
ავტორი:ავთო კენჭოშვილი
ავთო კენჭოშვილი
1085
  
2017, 28 ნოემბერი, 18:35
ძალიან კარგი სტატიაა
0 1 1