x
image
ვიზა კოხაძე
ნიკა გვარამიას "ანდერძი"

imageტელეკომპანიის დირექტორის " ანდერძი" და როგორია " რუსთავი 2 - ის" სამოქმედო გეგმა, რაზეც ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პირდაპირ ეთერში ისაუბრა? გთავაზობთ ნიკა გვარამიას ბრიფინგის სრულ ტექსტს: – " ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში პროცესები გამწვავდა და გამწვავებაზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "რუსთავი 2"-ს საუბარი დაეწყო საკუთარი თავის დაცვაზე, ყველა მეთოდის გამოყენებაზე იმისთვის, რომ დაეცვა საკუთარი გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლება.საქართველოს მთავრობამ, რომელმაც სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვა "რუსთავი 2" და იძულებული გაგვხადა ვეძებოთ სხვა კონსტიტუციით გარანტირებული გზები საიმისოდ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები და თავისუფლებები, მიუხედავად ამ იძულებისა, მიუხედავად იმ რეჟიმისა, რომელშიც საქართველოს მთავრობა გვამყოფებს უკვე კვირეების განმავლობაში, უწყვეტი სტრესის, შანტაჟის, ზეწოლის და ათსგვარი ცილისწამების ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებულ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს აქვთ სხვადასხვა დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ როგორ უნდა განვითარდეს "რუსთავი 2"-ის საპროტესტო დამოკიდებულება ყველფერი ამის მიმართ, ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ არჩეული გეგმა, ვუსმენთ ყველას, მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ", - განაცხადა გვარამიამ.

მისი თქმით, ამ გეგმის დეტალებს ხელისუფლებას ვერ გააცნობს, რადგან - " ... ის ჩვენი მოწინააღმდეგეა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი წუთით, არც უახლოეს წასრულში, არც აწმყოში და არ მომავალში "რუსთავი 2" არ ფიქრობს რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარებზე, მთავრობის შეცვლაზე და იმის გამოცვლაზე, ვინც არის მთავრობაში და ვიღაცის მთავრობაში გაყვანაზე - ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს არ არის ჩვენი ინტერესი. ჩვენი ინეტერსი არის ერთადერთი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინტერესი არის ხელშეუხებელი და სამართლიანი..."

რაც შეეხება მისი დაგამოძიებო უწყებაში დარჩენის საკითხს, გვარამიამ თანამშრომლებს და საზოგადოებას " ანდერძი" დაუტოვა: – " იმ შემთხვევაში თუ მე ვრჩები საგამოძიებო უწყებაში, რადგან ყოფილა შემთხვევა, როდესაც შევედი და ვეღარ გამოვედი, ჩემს მოვალეობას ზაალ უდუაშვილი შეასრულებს, რომელიც ამ კომპანიის მთავარი სახეა. ოღონდ არავის ჰქონდეს იმედი, რომ ჩემი გასვლით რაიმე შეიცვლება. "რუსთავი 2" ჩვენია."


0
291
5-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
291
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0