x
image
ვიზა კოხაძე
"კლინიკური იდიოტები"- სკანდალში გახვეული გრიგოლ ვაშაძე ასე მოიხსენიებს კულტურის სამინისტროს მუშაკებს.
image
"ნაც.მოძრაობის" ერთ-ერთი ნათელი სახე, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ძალიან სერიოზულ სკანდალში გაეხვა.კოალიცია "ქართული ოცნების"ყველაზე დიდწონიანმა ფიგურამ, პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, ექსპერტმა და დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელმა გია ხუხაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ხელში ჩაუვარდა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ - ნოემბრის თვეში რუსეთში გაგზავნილი წერილი, რომლის ავტორიც გახლავთ სწორედ ექს მინისტრი - გრიგოლ ვაშაძე.

image
როგორც ხუხაშვილი ამბობს, წერილის შინაარსი ძალიან ამაზრზენი და სამარცხვინოა, მაშინ როდესაც ქართველი ჯარისკაცების გვამები გაციებულიც კი არ იყო, "თქვენი მუხლების ჭირიმეო", საქართველოს კულტურის მინისტრი ლამის მუხლებში უვარდებოდა რუსეთს და ამ ტონით ითხოვს ვაშაძე - მაშინდელი კულტურის მინისტრი რუსეთში გასტროლს და მათ შორის "ერისიონის" მონაწილეობით-აცხადებს ხუხაშვილი.მან ნივთმტკიცების სახით ხსენებული წერილიც კი წარმოუდგინა ჟურნალისტებს და ყველა მათგანს ქსერო ასლები დაურიგა.

image
ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სწორედ იმ განცხადებებს ახსენებენ, რომლითაც მათ არა ერთხელ გააკრიტიკეს გასულ კვირაში მოსკოვში ჩატარებული კონცერტის გამო ანსამბლი "ერისიონი" და თითქმის მოღალატეებადაც კი შერაცხეს ისინი.გავრცელებული ინფორმაციით, "ერისიონის" წინააღმდეგ მოწყობილ აქციებში "ნაც.მოძრაობის"წევრებს ადანაშაულებენ.თუ 2008 წლის ტრაგედია ავიწყდებათ, მაშინ ათი დღის წინ "ერისიონის" წინააღმდეგ მოწყობილი აქცია მაინც გაიხსენონ "ნაცებმა"და ახალ ხელისუფლებას რიტორიკას რომ უწუნებენ, საკუთარ თავში ეძებონ დანაშაულიც და შეცდომაც.

რაც შეეხება თავად ვაშაძეს, სატელეფონო საუბარში მან დაადასტურა აღნიშნული წერილის არსებობის შესახებ, თავისებურად განმარტა წერილის შინაარსი და ისაუბრა მის აუცილებლობაზე, მაგრამ სასტიკად დაგმო და მწვავე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეების წერილები არ უნდა ხვდებოდეს ე.წ.არასამთავრობოების ხელში და კულტურის სამინისტროს მუშაკები "კლინიკურ იდიოტებადაც" კი მოიხსენია.მისივე თქმით, აღნიშნულ წერილს წინ უძღოდა მოსკოვიდან პირადად მასთან გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებები, რამდენიმე ემისრის თბილისში ვიზიტი -"ამ თემაზე საუბრის უფლებას არც ახლა და არც 20 წლის შემდეგ არ მივცემ ჩემს თავს, რადგან ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია...ეს წერილი უზარმაზარი აისბერგის წვერია..."აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.


ჩვენ კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გაივლის დრო და ისტორია შეაფასებს ყველაფერს.

4
66
19-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
66
  
2013, 28 მარტი, 10:40
"კლინიკური იდიოტები" მაგათ სხვას ვერც უწოდებ !
2013, 27 მარტი, 21:02
ეს სტატია არ მომწონს.დიდი მადლობა.
2013, 27 მარტი, 21:01
მდაას! :))

სტატია ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. საინტერესო ხელწერა გაქვთ
0 1 4