x
image
პროფესორი
10 ფილმი აზარტულ თამაშებზე
1.სწრაფი ხელები / Shade

დიდი კუშის მოწყვეტა დამოუკიდებლად თითქმის შეუძლებელია. ამისათვის
მრავალსვლიანი აფიორაა საჭირო. აი ახლაც ვიღაცამ დაუჯერებელი რამ ჩაიფიქრა:
დიდი თამაში ლეგენდარული სტივენსის წინააღმდეგ. ასე რომ, მაქინაციების
გენიოსი ჩარლი მილერი, ბანქოს თამაშის ვირტუოზი და შულერი ლარი ჯენინგსი
შეხვდნენ ერთმანეთს. ყოველივე მათგანისთვის ტყუილი, ფულის შოვნის ხერხია.
კრიმინალურ სამყაროში ხომ სიცოცხლეს ფასი არ აქვს.

image

2.აფიორა / The Sting


კომედია რეტროს სტილში, თაღლითებზე და მათ მსხვერპლზე. მოქმედება ილინოისში
ხდება, 1936 წელს. სამი აფერისტი გამვლელს ფულს სძალავს. მათ წარმოდეგენა
არა აქვთ, რომ ეს მაფიის კურიერია და მაფია კი მოტყუებას არ პატიობს. ფილმი
დაჯილდოვებულია შვიდი ოსკარით.

image

3.ოცდაერთი / 21

ახალგაზრდა გენიოსი მათემათიკოსი მეგობრებთან ერთად გეგმავს საუკუნის
აფიორას: სახელმწიფოს უდიდესი კაზინოდან ასტრონომიული თანხა გამოიტანოს.

image

4.ცინცინატიელი კიდი / The Cincinnati Kid

ცინცინატელი კიდი პოკერის საუკეთესო მოთამაშეა ახალ ორლეანში, ერთხელ
ქალაქში ჩამოდის ცნობილი ბანქოს მოთამაშე, კიდი გადაწყვეტს მას ეთამაშოს და
ტურნირს მოაწყობს.

image


5.რულეტკის მეფეები / The Pelayos

ავანტიურისტული ისტორია დაფუძნებული რეალურ მოვლენებზე, მოგვითხრობს
პელაიოს კლანზე. ამ ოჯახის წევრები – რულეტკის და კარტის დიდი ოსტატები,
რომლებმაც პატიოსნური გზით მოუგეს მსოფლიოს ყველა კაზინოს. მათი
განსაკუთრებული ნიჭის წყალობით, მათ ბევრი ფული გამოიმუშავეს და
საუკუნოვანი სახელი დატოვეს პოკერის სკოლაში…

image

6.კარტი, ფული და ორი ლულა / Lock, Stock and Two Smoking Barrels

ბრიტანული დინამიური კომედია ოთხი მეგობრის შესახებ, რომლებსაც დიდი ფული
სჭირდებათ, მას შემდეგ რაც პოკერის საეჭვო პარტია წააგეს. ბრიტანული
იუმორი, თავისებური გმირები და დაუჯერებელი სცენები – ამ ყველაფერმა
რეჟისორ გაი რიჩის სახელი გაუთქვა.

image

7.ოუშენის 13 მეგობარი / Ocean’s Thirteen

დენი ოუშენის და მისი უნიჭიერესი თაღლითების გუნდის კრიმინალური
თავგადასავლების ახალი სერია ლას–ვეგასში. დენი ოუშენი და მისი გუნდი
მხოლოდ ერთი მიზეზის გამო მზად იქნებოდნენ მათ ცხოვრებაში ყველაზე ამბიციურ
და სარისკო საქმეზე წასასვლელად, – ერთერთი თავიანთი გუნდის წევრის
დასაცავად.

image

8.ხუთკარტიანი პოკერი / 5 Card Stud

ფილმი მოგვითხრობს პოკერის ხუთ მოთამაშეზე, რომლებიც რიგრიგობით კვდებიან უცნაურ გარემოში.

image

9.ვა-ბანკი / All In

ალისიას მამამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ასწავლა ტეხასური პოკერის თამაში.
მაგრამ მათი იდილია დასრულდა, როდესაც მამა ავტიკატასტროფაში დაიღუპა. ახლა
ალისიამ ყველაფერი უნდა გაიხსენოს, რასაც მამა ასწავლიდა და მთავარი ის
არის, რომ გადარჩე, უნდა წახვიდე ბოლომდე.

image

10.კაზინო როიალი / Casino Royale

ყველაზე ცნობილი ჯაშუში უბრუნდება მაყურებელს – და თავის საქმიანობას.
ჯეიმს ბონდმა მსოფლიო ტერორისტული ორგანიზაციის წევრი ლე შიფრი უნდა
შეაჩეროს. ბონდმა არ უნდა მოაგებინოს მას მონტენეგროს პოკერის ტურნირი,
სადაც დიდი ფსონებია დადებული.

image

0
2358
7-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
2358
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0